Jump to content
Planeta.Ge

პერესის გეგმები – ჰალანდი 150 მილიონად, მბაპე უფასოდ


Recommended Posts

დორტმუნდის “ბორუსია” ერლინგ ჰალანდზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღოს და Bild-ის ინფორმაციით, ჰალანდმა “რეალში” გადასვლა გადაწყვიტა.

თუ “რეალი” მასში მინიმუმ 150 მილიონ ევროს გადაიხდის, “ბორუსია” მზად არის ნორვეგიელი გაყიდოს. ჰალანდისთვის ბრძოლაში “ბარსელონაც” ჩართულია, მაგრამ რთული სათქმელია, რამდენად შეძლებს ლაპორტა კონკურენციას თავისი ფინანსური შესაძლებლობებით.

გარდა ამისა, ფლორენტინო პერესი კილიან მბაპესთან აქტიურ კომუნიკაციაშია და მბაპეს ზაფხულში “რეალში” წასვლა სრულიად უფასოდ შეეძლება.

მბაპეს შემთხვევაში მადრიდელების ერთადერთი კონკურენტი მხოლოდ “პსჟ”-ა, თუმცა ფრანგს საფრანგეთში დარჩენა ნაკლებად სურს.

ფლორენტინო ცენტრალური დაცვის გაძლიერებას ანტონიო რუდიგერით აპირებს და მას გაცილებით მეტ ხელფას სთავაზობს, ვიდრე “ჩელსი”. რუდიგერსაც “ჩელსისთან” ხელშეკრულება  ზაფხულში ეწურება.

The post პერესის გეგმები – ჰალანდი 150 მილიონად, მბაპე უფასოდ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...