Jump to content
Planeta.Ge

“ჯენოამ” შევჩენკო გუნდის თავკაცის პოსტიდან გაათავისუფლა


Recommended Posts

“ჯენოას” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეი შევჩენკო გაათავისუფლა.

“კლუბი მადლობას უხდის ანდრეი შევჩენკოსა და მის თანაშემწეებს ბოლო თვეების განმავლობაში გაწეული შრომისთვის”, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

“ჯენოა” 45 წლის უკრაინელ სპეციალისტს გასული წლის ნოემბერში ჩააბარეს. გუნდმა შევჩენკოს ხელმძღვანელობით 11 მატჩი ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ ერთ შეხვედრაში გაიმარჯვა, სამჯერ ფრედ ითამაშა, შვიდჯერ კი დამარცხდა.

გენუელებს დროებით აბდულაი კონკო უთავკაცებს, რომელსაც რობერტო მურგიტა დაეხმარება.

“ჯენოას” იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 12 ქულით ბოლოსწინა ადგილი უკავია.

The post “ჯენოამ” შევჩენკო გუნდის თავკაცის პოსტიდან გაათავისუფლა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...