Jump to content
Planeta.Ge

შევჩენკო ახალ მიწვევებს უკვე იღებს


Recommended Posts

იტალიური “ჯენოადან” ახლახან გათავისუფლებული ანდრეი შევჩენკო, როგორც ჩანს, უმუშევარი დიდხანს არ დარჩება.

45 წლის უკრაინელ სპეციალისტს პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობენ. იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ შევჩენკოსა და პოლონეთის ფეხბურთის კავშირს შორის მოლაპარაკების პროცესი უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრების თავკაცის პოსტი ვაკანტური დეკემბრის ბოლოდანაა, როდესაც პაულო სოუზამ აღნიშნული თანამდებობა დატოვა და ბრაზილიურ “ფლამენგოს” მიაშურა.

პოლონელები 24 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში რუსებს ეთამაშებიან.

The post შევჩენკო ახალ მიწვევებს უკვე იღებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...