planeta.ge Posted January 15, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2022 თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ200–კმ225 (არგვეთა-გეგუთის კვანძი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ200–კმ225 (არგვეთა-გეგუთის კვანძი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts