Jump to content
Planeta.Ge

დიდთოვლობის გამო ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მონაკვეთზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდა


Recommended Posts

ინტენსიური თოვის გამო ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდულია. ინფორმაციას შეზღუდვების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

შეზღუდვები ეხება თბილისი–სენაკი–ლესელიძის ​და ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზების მონაკვეთებს.

“ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ39–კმ259 (ქსანი-სამტრედია) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო კმ39-კმ193 მონაკვეთზე, (ქსანი-ზესტაფონი) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ1-კმ50 მონაკვეთზე (ქუთაისი-საირმე) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ28-კმ50 მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

The post დიდთოვლობის გამო ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მონაკვეთზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდა appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...