planeta.ge Posted January 15, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2022 ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გამო, დაწესებულებაში შესვლისას ტემპერატურის გაზომვამ აზრი დაკარგა.როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, დაწესებულებაში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის პრინციპმა ისედაც არ გაამართლა, ახალი შტამის გამო კი სრულად დაკარგა მნიშვნელობა, რადგან „ომიკრონით“ ინფიცირებულებს ხშირად ტემპერატურა საერთოდ არ აქვთ.„მე ვფიქრობ, გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ. ამ მეთოდმა ისედაც დიდად არ გაამართლა ინფექციის კონტროლის კუთხით, მაგრამ ახლა საერთოდ დაკარგა მნიშვნელობა იმ პირობებში, რომ ომიკრონით ინფიცირებულებს ტემპერატურა ხშირად საერთოდ არა აქვთ. დაწესებულებებს კი ერთი დამატებითი და ფაქტიურად უსარგებლო კადრის საჭიროება მოეხსნებათ“, – წერს მაია ბუწაშვილი.The post დაწესებულებაში შესვლისას ტემპერატურის გაზომვამ აზრი დაკარგა – ინფექციონისტი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts