planeta.ge Posted January 15, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2022 კლინიკა „ბაუ“-ში გარდაცვლილ ახალშობილთან დაკავშირებით ოჯახი განცხადებას აკეთებს. მათი თქმით, 24 წლის ანა ჭყონია კლინიკაში ტკივილებით 02:00 საათზე შეიყვანეს.ოჯახი ამბობს, რომ გოგონამ 10:00 საათზე იმშობიარა, ექიმმა კი 20 წუთში განაცხადა, რომ ჩვილი გარდაცვლილი დაიბადა. ისინი ექიმებს უყურადღებობასა და დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებენ.„სრულიად ჯანმრთელი ბავშვი, სულ ექოსკოპიაზე იყო და ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. ღამის 02:00 საათი იქნებოდა რომ მოიყვანეს, იმის მერე ბავშვი აწამეს 10:00 საათამდე, გაეკეთებინათ საკეისრო რომ არ იბადებოდა ბავშვი, ხომ არიან ექიმები, ხომ აქვთ ცოდნა, ხომ უნდა გააკეთო ის რაც გასაკეთებელია. დაიღუპა ბავშვი და 20 წუთის შემდეგ ამბობენ, რომ ბავშვი არის მკვდარი“, – განაცხადა 24 წლის ანა ჭყონიას ოჯახის წევრმა.The post „ბავშვი აწამეს 10:00 საათამდე, გაეკეთებინათ საკეისრო“ – ბათუმში გარდაცვლილი ახალშობილის ოჯახი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts