planeta.ge Posted January 15, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2022 „PCR-მა, შესაძლოა, „ომიკრონი“ ვერ დაადგინოს, გირჩევთ, იზოლაციაში დარჩეთ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.მან ასევე აღნიშნა, რომ „ომიკრონს“ ინკუბაციური პერიოდი მოკლე აქვს.„გაჩნდა კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეგვიძლია ანტიგენ ტესტის გამოყენება – შემდეგ მეტად ჩაღრმავებული კვლევები ჩატარდა და ჯერჯერობით რეკომენდაცია მაინც არის იმგვარი, რომ კი, ანტიგენ ტესტების გამოყენება ნამდვილად არის რეკომენდებული ომიკრონის დიაგნოსტირებისთვის, თუმცა მაინც მეტი სიფრთხილე გვმართებს – თუ ადამიანს აქვს სიმპტომი და ტესტი არის უარყოფითი, ამ შემთხვევაში დამშვიდების საფუძველი, შეიძლება, არ გვქონდეს და მაინც ფრთხილად უნდა მოეკიდოს მის მდგომარეობას. სიმპტომების შემთხვევაში, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ადამიანმა გაიკეთოს სწრაფი ტესტი. თუ სიმპტომები გამოხატულია, სწრაფი ტესტი მარტივად ადგენს დაავადებას.თუ მეტად საეჭვო მდგომარეობაა და სიმპტრომი არ არის, კონტაქტია, რაღაც მიზეზია, რომ PCR ტესტი ჩატარდეს, ექიმი ურჩევს, რომ ჩაიტაროს PCR ტესტი. თავიდან, პირველი რეაქცია, რაც იყო დიაგნოსტიკურ ტესტებთან დაკავშირებით, იყო ის, რომ PCR-მაც, შეასძლოა, ადრეულ ეტაპზე ვერ დაადგინოს ომიკრონი, ადრეული ეტაპი არის, როდესაც კონტაქტი იყო და ადამიანს აქვს სიცხე – პირველი, მეორე დღეა ინფიცირების.ეს ხომ სწრაფად ვითარდება, ინკუბაციური პერიოდი მოკლე აქვს, ჰქონდა კონტაქტი, მეორე დღეს აქვს ტემპერატურა. მეორე დღეს, შესაძლოა, ვერ გამოვლინდეს, აქ ერთი შედარებით დადებითი, რაც ახასიათებს ომიკრონს, არის ის, რომ ღრმად არ მიდის ფილტვის ქსოვილში და შედარებით ზედაპირზე რჩება – მისი გავრცელების ასეთი ხასიათი განაპირობებს იმას, რომ გამოვლენა ზედა სასუნთქი გზებიდან აღებულ ნიმუშებში ადრეულ ეტაპზე, ვიდრე არ გამრავლდება, ვერ ხერხდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ტესტი ჩატარდა მეორე და მესამე დღეს, ის ვერ დაიჭერს ომიკრონს, რა თქმა უნდა, უკვე შედარებით მოგვიანებით ეტაპზე ამას გააკეთებს.მოქალაქეებისთვის რჩევა იქნება ის, რომ თუ არის ადრეული ეტაპი, შეიძლება მაშინვე არ მიმართონ ტესტის გაკეთებას, დარჩნენ სახლში, იზოლაციაში და მე-2, მე-3 დღეს ჩაიტარონ ტესტი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.The post გაბუნია: PCR-მა, შესაძლოა, „ომიკრონი“ ვერ დაადგინოს, გირჩევთ, იზოლაციაში დარჩეთ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.