planeta.ge Posted January 15, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2022 მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ მელბურნში ჩავიდა, კვლავ მიგრანტების მოთავსების ცენტრში დააბრუნეს. 4 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ Australian Open-ში მონაწილეობას მიიღებს, ვინაიდან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან გათავისუფლება მიიღო. ნოვაკ ჯოკოვიჩი 16 დეკემბერს "კორონავირუსით" დაინფიცირდა და ამის საფუძველზე ვაქცინაციისგან გათავისუფლდა. ადვოკატების თქმით, ჯოკოვიჩმა დროებითი ვიზა მიიღო, ხოლო ავსტრალიის ჩოგბურთის ასოციაციამ მას კოვიდინფიცირების საფუძველზე „ვაქცინაციისგან სამედიცინო გათავისუფლება” მიანიჭა. 6 იანვარს Australian Open-ში მონაწილეობის მისაღებად მელბურნში ჩასულ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმეს და მიგრანტების მოთავსების ცენტრში გადაიყვანეს. 10 იანვარს, ავსტრალიის სასამართლომ დაადგინა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს საიმიგრაციო პატიმრობიდან და მიიჩნია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ჩოგბურთელისთვის ვიზის გაუქმების შესახებ არაგონივრული იყო. 14 იანვარს ავსტრალიის ხელისუფლებამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა მეორედ გაუუქმა. სერბი ჩოგბურთელის საქმეზე სასამართლო პროცესი კვირას, 16 იანვარს გაიმართება. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts