Jump to content
Planeta.Ge

interpost.ge- “ხალხო, ეს ბავშვებს ჭირს!!! ერთი კვირა დასტრესილი დავდივარ და არ ვიცი, რა გავაკეთო, ვის ვუთხრა” – ზურაბ სიხარულიძე


Recommended Posts

ნარკოლოგი, ზურაბ სიხარულიძე:

“დავწერე, წავშალე ბევჯერ

არ ვიცი რა ხდება ჩვენ თავს ასეთი უბედურება.

ერთი კვირა დასტრესილი დავდივარ და არ ვიცი რა გავაკეთო, რა მოვიმოქმედო, ვის ვუთხრა, რა გამოსავალი არის ამ სიტუაციიდან.

მე თუ კიდე რამე გამაკვირვებდა არ ვიცოდი, იმდენი რამე მაქვს ნანახი, მაგრამ ეს ორი კვირაა ისე დაემთხვა, რომ რამოდენიმე პაციენტი ვნახე ძაან პატარები ასაკით, ნარკოტიკზე დამოკიდებული უმძიმესი დამოკიდებულების ფორმის ქცევის და პიროვნული აშლილობებით, ზოგის ისტორია მოვისმინე და მივხვდი რომ ძააან სერიოზულ უბედურებაში ვართ, ხვალ კიდე უარესი გველის…

 

ეს არ გაჩერდება მემგონი და არც ვიცი რა უნდა გავაკეთოთ. რისი ბრალია მკითხავთ – კი აი იმის რაც ხდება, სრული ქაოსი ქუჩაში, სახლებში დანგრეული ოჯახები, გაურკვეველი ქცევა რომელიც რას გავს არ ვიცი, რა სახელი დავარქვა, ბულინგი, აგრესია ვითომ მოჩვენებითი თავისუფლება.

ხალხო ეს ბავშვებს ჭირს 15,18 19 წლის ბავშვებს !!!

 

არ ვიცი რა უნდა გავკეთოთ მე ცოტა შევიშალე მგონია ამის მოსმენით და ყურებით და არც ვიცი როგორ უნდა დავეხმარო ოღონდ მართლა.

 

ერთი ვიცი ზუსტად რომ თუ ქვეყანაში ცოტა არ დალაგდა სიტუაცია, არ დამთავრდა ეს გაურკვევლობა და არ მიეხედა საზოგადოების მენტალურ ჯანმრთელობას ეს ძაან მძიმე შედეგებს მოგვიტანს შემდეგ 5 წელიწადში აღარაფერს ვამბობ პანდემიის შედეგებზე რომელსაც კიდე წინ გვაქვს პოსტკოვიდურ პერიდში -ალკოჰოლიზმი ნარკომანია, ქცევითი და ფსიქიკური აშლილობები ეს კიდე წინ გვაქვს.

პირველად სასოწარკვეთილი ვარ და მართლა არ ვიცი რა უნდა უშველოთ ამას ყველაფერს.

ბეწვის ხიდზე დავდივართ და ჩვენი შვილების და შვილიშვილების ჯანმრთელიბაზეა საუბარი, მენტალურ ჯანმრთელობაზე”

The post “ხალხო, ეს ბავშვებს ჭირს!!! ერთი კვირა დასტრესილი დავდივარ და არ ვიცი, რა გავაკეთო, ვის ვუთხრა” – ზურაბ სიხარულიძე appeared first on InterPost.ge.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...