Jump to content
Planeta.Ge

გარი ნევილი ლეიბორისტებს შეუერთდა და მერობის პოსტისთვის იბრძოლებს


Recommended Posts

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი გარი ნევილი პოლიტიკაში მიდის. ის ერთ-ერთ მთავარ ბრიტანულ პოლიტიკურ ძალას – “ლეიბორისტულ პარტიას” შეუერთდა და 2024 წელს დაგეგმილ მანჩესტერის მერის არჩევნებშიც აპირებს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას.

ნევილმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, “კონსერვატიული პარტიის” ხელმძღვანელი ბორის ჯონსონი გააკრიტიკა და მას ყველაზე ცუდი ტიპის ლიდერი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ გარი ნევილი 1992-დან 2011 წლამდე “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავდა. მან “წითელ ეშმაკებთან” ერთად რვაჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, სამჯერ ქვეყნის თასს დაეუფლა, ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ის ბოლო პერიოდში “სქაი სპორტსის” ექსპერტად მუშაობდა.

The post გარი ნევილი ლეიბორისტებს შეუერთდა და მერობის პოსტისთვის იბრძოლებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...