Jump to content
Planeta.Ge

შიმშილი და სიღატაკე – რა „პერსპექტივა“ გვაქვს 1-ლი თებერვლიდან


Recommended Posts

ანი დვალიშვილი, ალია

მთელი საქართველოს მასშტაბით, მოიმატა ან წონაში დაიკლო პურმა. ფასის გამო პურის გაყიდვაც შემცირდა, ანუ ადამიანებმა ჭამას მოუკლეს, ანუ ბიუჯეტი ელემენტარულად პურის ძველებურად საყიდლად არ ჰყოფნით, რაც ერთადერთ რამეს ნიშნავს – ერი შიმშილობს! სამწუხაროდ, უკეთესის პერსპექტივა არ ჩანს და იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს მომავალში ხელისუფლება უცხოურ ინვესტიციას არ ელოდება, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ისევ ფურცელზე იქნება და მოსახლეობა კვლავ ვერაფერს იგრძნობს. ამის ფონზე, სასაცილოდ ჩანს პენსიონერებისთვის მომატებული პენსია, რადგან ის პრაქტიკულად, მომატებულ ფასებსაც კი ვერ აბალანსებს.

ყველა სიკეთესთან ერთად, გაზაფხულიდან დაგეგმილია თამბაქოს აქციზზე ფასის კიდევ ერთხელ მომატება. რამდენიმე თვის წინ დავწერეთ, რომ 2022 წლის შემოდგომისთვის, ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი 10 ლარიდან უნდა დაიწყოს და ამისკენ ნელ-ნელა სვლას სწორედ გაზაფხულიდან დავიწყებთ. გარდა იმისა, რომ თამბაქოს მოწევა აიკრძალა ტაქსებსა და კერძო ავტომობილებში (თუ არასრულწლოვანიც ზის), აკრძალვები კიდევ გაგრძელდება და სწორედ, თამბაქოსთან ბრძოლის სახელით, მოუმატებენ აქციზის ღირებულებას, აქაოდა, თქვენს ჯანმრთელობაზე ვზრუნავთო. სინამდვილეში კი ყველამ იცის, რომ ფასის მატებით მწეველთა აბსოლუტური უმრავლესობა თუთუნზე გადადის და ფასის გამო, მოწევას თავს ძალიან ცოტა ადამიანი ანებებს. გაზაფხულის შემდეგ, გეგმის მიხედვით მორიგი მატება მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში იქნება, ხოლო შემოდგომაზე მთავარი და დამრტყმელი – კოლოფის ფასი მინიმუმ 10 ლარი.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რის იმედად არის 2022 წელს ხელისუფლება, რადგან წელი ახლა დაიწყო და ამ გათვლებითაც კი, წლის ბოლოს სერიოზული დეფიციტი გველოდება. ახლა არ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რომ საგარეო ვალმა 33 მილიარდ ლარს მიუკაკუნა, რაც საქართველოს თითქმის ორი წლის ბიუჯეტია და მეტის აღების უფლება უბრალოდ არ გვაქვს. წლის ბოლოს პენსიების და ხელფასების დარიგების პრობლემა შეიქმნება და ეს რომ არ მოხდეს, ქვეყანაში მინიმალური ოდენობის უცხოური ინვესტიცია მაინც უნდა შემოვიდეს. ჰოდა, როგორც წინა წელს გითხარით, ეს „მინიმალური ოდენობა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული მორიგი ინვესტიცია იქნება, თუმცა გრძელვადიანი საშველი ესეც არ არის. რაც ყველაზე საინტერესოა, წლიურად საგარეო ვალი საერთოდ რომ აღარ ავიღოთ და ყოველ თვე 300 მილიონი ვიხადოთ (ჰო, ყოველ თვე), საგარეო ვალის დაფარვას თითქმის მომავალ 10 წელს მოვანდომებთ. არადა, საგარეო ვალის გარეშე უახლოესი წლები რომ ვერ გავძლებთ, ადვილი მისახვედრია და სწორედ ამიტომ, გრძელვადიაან პერსპექტივაში საშველი უბრალოდ არ ჩანს.

პ.ს. პარადოქსია, მააგრამ ფაქტია – საქართველოს საგარეო ვალი 32.6 მილიარდია, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც… 2021 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იყო.

alia1-691x1024.jpg

The post შიმშილი და სიღატაკე – რა „პერსპექტივა“ გვაქვს 1-ლი თებერვლიდან appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...