planeta.ge Posted January 14, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2022 ლევან ჯავახიშვილი„ალიას“ ესაუბრება ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ოთო აბესაძე.– ბოლო 2 წლის ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს ხელისუფლება პანდემიას აბრალებს, მაგრამ პანდემიამდეც რომ მძიმე დღეში იყო ეს ქვეყანა, მაგაზე ხმას არ იღებენ. ეს რა ფენომენია?– პანდემიას თავისთავად უდიდესი უარყოფითი გავლენა ჰქონდა მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეკონომიკაზე, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენთან ვინ შექმნა ეს ჩაკეტილი ეკონომიკა და გაუაზრებელი ლოკდაუნები? მთელი წლის განმავლობაში რომ ვიძახდით ეკონომისტები, ეკონომიკური აქტორები, ნუ იზამთ ამას, ნუ ჩაკეტავთ ქვეყანას და ნუ იღებთ ამ უაზრო შეზღუდვებს ბიზნესისთვის, მოგვისმინა ვინმემ? არც არავინ. პანდემიური ფაქტორი საქართველოში აისახება ერთ შემთხვევაში. ჩვენ, დავუშვათ, საკონსერვო წარმოებაც კი არ გვაქვს, მსხვილი წარმოება, როდესაც მასიურად მოიხმარენ მას. აქ რაც შემოდის, რასაც ვჭამთ, უცხოეთში იქმნება და ფასწარმოქმნაც უცხოეთში ხდება ამ პროდუქტებისა. უცხოეთში ბევრ პროდუქტზე გაიზარდა ფასი, რაც აქ შემოდის, ასეა ნამდვილად და ამ შემთხვევაში ტყუილს არ ამბობენ, მაგრამ იმ გაზრდილ ფასს, შენი ინფლაციით რატომ ხვდები აქ? მთავარი პრობლემა ინფლაციაა. წლიურად 800 მილიონი გაქვს საწვავზე აქციზის შემოსავალი. მოდი, ადექი და ადამიანებს მიეცი შეღავათი, საწვავზე აქციზის გადასახადი გააუქმე. ამით საწვავი გაიაფდება, ყველა იმ სახის პროდუქტზე, რომელსაც დისტრიბუცია სჭირდება, ამოვარდება აქციზის გადასახადის ფასი 70 თეთრი. ეს საგრძნობლად შეამცირებს ფასებს. ფაქტიურად, ყველა პროდუქტის ფასშია ასახული დისტრიბუციის ღირებულება. საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება არ გვინდა და პირიქით, ვზრდით ადმინისტრაციულ ხარჯებს, თან 130 მილიონით. საინვესტიციო პაკეტები არ გვინდა და არ ვამუშავებთ მცურავ საგადასახადო კურსს, რომ მოვიზიდოთ ინვესტორები საქართველოში. რითი ვხვდებით გაზრდილ პანდემიურ პროცესებს? აი, ეს არის პრობლემა. ისევ ინფლაციამდე მივდივართ. რეალურად, ჩვენ ინფლაციას არ ვებრძვით, მას ინერციით მივყვებით. მთავრობის ბალანსზეა არის ქვეყნის ეკონომიკური აქტივების დაახლოებით 60% – მიწები, ძველი ქარხნები, კიდევ რაღაცები… გადასცენ ეს ქონება კონკრეტულ პირებს კონკრეტული საგადასახადო და სხვა პირობებით. უთხრან, შენ ამ ქარხნის შენობას იმ პირობით მოგცემ, თუ 40 მილიონს ჩასდებ, ამა და ამ სახის წარმოებას შექმნი და მოგეცემა ესა და ეს საგადასახადო თუ სხვა სახის შეღავათები. აქამდე რომ ეს ექნათ, ახლა სხვა ვითარება იქნებოდა, ქვეყანას სხვა და სხვა დარგის წარმოება ექნებოდა, ხალხი იქნებოდა დასაქმებული და ამ ხალხს ნორმალური შემოსავალი ექნებოდა, ბიუჯეტში ფული შევიდოდა და აღარც ფულის ბეჭდვა მოუწევდათ. პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებების გამო, რომ ჩვენ ინვესტორები გვინდა, აქ არავინ ჩამოვა და ფულს არ ჩადებს ჩვენს ეკონომიკაში. თავად უნდა ჩახვიდე სხვა და სხვა ქვეყნებში, ფონდებში გააკეთო რეკლამა, საერთაშორისო ფორუმებზე უნდა გქონდეს საკუთარი შოუ რუმები. ბოლომდე უნდა ჩაჰყვე ამ საქმეს. ჩვენ გვგონია, რომ რომელიღაც დეპუტატი პარლამენტიდან და ტელევიზიიდან რომ იტყვის, ჩვენთან საინვესტიციო გარემო კარგია და მოდი, ეს გავაკეთოთო, ამას ვიღაც არაბი ბიზნესმენი მოისმენს და ფულით ჩამოვა საქართველოში. ასე არ ხდება. ერთ საკითხსაც მინდა შევეხო. ავიღოთ მსხვილი კომპანიები – „ფეისბუკი“, „ამაზონი“, მსხვილი საერთაშორისო კონცერნები… რატომ მიდიან ჩინეთში და იქ რატომ ხსნიან ქარხნებსა და ფაბრიკებს, წარმომადგენლობებს? იმიტომ, რომ ჩინეთში იაფი მუშახელია და საგადასახადო პოლიტიკა მორგებულია მათზე. საქართველოში იაფი მუშახელი არ არის, ამის ილუზია არავის ჰქონდეს. თან, არაპროფესიონალი მუშახელი გვყავს. ჩინელებს გვირაბი გაყავთ რიკოთზე და პრეტენზიები აქვს ბევრს, ქართველები რატომ არ მუშაობენო. არ იციან და იმიტომ არ მუშაობენ. ჩინელებს წელიწადში მილიარდი დოლარი გააქვთ ამ პატარა ქვეყნიდან. არც ერთი სახელმწიფო არ აღგიქვამს სერიოზულად, ვიდრე არ გეყოლება პროფესიონალი კადრები და არ გექნება კვალიფიკაციური ეკონომიკა. არც ერთი გვაქვს და არც მეორე. ამ დროს, მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ვისმენთ პოლიტიკურ კინკლაობას და ამით, ამ პოლიტიკური შოუებითა და მასკარადებით ხდება ამ უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური ფონის გადაფარვა. ქართველი ხალხი ამ სანახაობას უყურებს და იტანს. მთელი დრამა და ტრაგედია ამაში ის არის, ადამიანები ამ ყოველივეს გრძნობენ და ხედავენ საკუთარ ჯიბეზე, საკუთარ მაცივარში, მაღაზიებში ყოველდღიურად, მაგრამ პოლიტიკური სანახაობები მრავლად არის ამ ქვეყანაში და არავინ სთავაზობს ხალხს რეალურ გამოსავალს.– ხელისუფლების ეკონომიკური ბლოკის ლიდერები, არ აკეთებენ ეკონომიკური კუთხით რეფორმებს თუ ვერ აკეთებენ და კომპეტენცია არ ჰყოფნით?– ალბათ, საქმე გვაქვს ეკონომიკურ დილეტანტიზმთან. ეკონომიკას უყვარს ინოვაციები და ახალი იდეების ტრიალი. შენ თუ არ შეგიძლია, ეკონომიკურად ახალი რაღაც შექმნა და ხარ კლასიკური გაგებით, ტექნოკრატი და ბიუროკრატი, ეკონომიკას ვერ შექმნი. ეკონომიკა ხელოვნებაა და ყოვედღე ახალი უნდა მოიგონო. არაჭარბი, შეზღუდული რესურსები რაციონალურად უნდა გაანაწილო. თუ ამას დინების პრინციპით მიჰყვები და არანაირ ნოუ–ჰაუს არ იგონებ, არა მგონია შენგან და შენი გაკეთებულიდან რაიმე სასიკეთო გამოვიდეს.The post “ადექი და საწვავზე აქციზის გადასახადი გააუქმე, ამით ყველა იმ პროდუქტზე, რომელსაც დისტრიბუცია სჭირდება, ამოვარდება აქციზის 70 თეთრი, ეს შეამცირებს ფასებს” – ოთო აბესაძე appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts