planeta.ge Posted January 14, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2022 ანი დვალიშვილი, ალია„ოცნებაში“ არეულობის ფონზე, წესითა და რიგით, ოპოზიცია სხვადასხვა მიმართულებით უნდა აქტიურობდეს, მაგრამ ფინანსური თუ ადამიანური რესურსიდან გამომდინარე, აქტიურეობის შესაძლებლობა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ეს პარტია კი მთლიანად მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგზეა გადასული. მასობრივმა შიმშილობის აქციამ ვერც დასავლელ და ვერც ადგილობრივ პარტნიორებზე ეფექტი რომ ვერ მოახდინა, სააკაშვილი მალე მიხვდა და ამიტომ, პარტიის ცენტრალურ ოფისში „ლეიბებზე გაწოლილი“ ხალხი აჰყარა. ახლა მიშა ისევ თავად ფიქრობს საპროტესტო ფორმის მოფიქრებას, ისეთს, ეფექტური რომ იყოს, თუმცა კარგად იცის, კიდევ ერთი შიმშილობის დაწყება შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს, აი სხვა კი ჯერჯერობით ვერაფერი მოიფიქრეს. ჰო, იმასაც გეტყვით, რას უპირებს სააკაშვილი იმ ეკონომიკურ პროგრამას, რომელსაც ასე გულმოდგინედ წერს – ეს პროგრამა დღის სინათლეს მალე იხილავს და იქ დეტალურად იქნება აღწერილ-გაწერილი, რას გააკეთებდა მიშა, თავად რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში და როგორ ააყვავებდა ქვეყანას. ამ პროგრამით ნაციონალები ამომრჩევლების შეტრიალებას შეეცდებიან, რადგან სოციალური პრობლემა დღეს ქვეყანაში ყველაზე მწვავედ დგას და ნაცებმაც სწორედ ამაზე უნდა გააკეთონ გათვლა.ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალები მაისის არჩევნებისთვისაც განსაკუთრებით ემზადებიან. მოგეხსენებათ, რუსთავი მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს, რადგან ნინო ლაცაბიძემ პარლამენტიდან მერის თანამდებობაზე გადაინაცვლა და მეტალურგთა ქალაქში სწორედ მისი შემცვლელის არჩევნები ჩატარდება. სწორედ რუსთავის მოგებას აპირებს ნაციონალური მოძრაობა და დანარჩენი ოპოზიციაც („პატრიოტთა ალიანსის“ გამოკლებით) დაითანხმა, რომ საერთო კანდიდატით წარსდგეს. იმის გათვალისწინებით, რომ მერის არჩევნებზე დავით კირკიტაძემ ნინო ლაცაბიძეს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია, „ოცნება“ იოლ გამარჯვებას არ უნდა ელოდოს. მითუმეტეს, ნაცებმა აქტივის გადამზადება უკვე დაიწყეს და რამდენიმე სერიოზული ტრენინგიც გამართეს, რომელიც ადგილობრივ ტრენერებთან ერთად, ევროპიდან და ამერიკიდან მოწვეულმა სპეციალისტებმაც ჩაატარეს. რუსთავი რომ საჯილდაო ქვა იქნება, იქიდანაც ჩანს, რომ „ოცნების“ შტაბები ქალაქში მარტის პირველი რიცხვებიდან გაიხსნება და ე.წ. მწვანე სიების შედგენაც დაიწყება, ანუ სიების, რომლებზეც კონკრეტული პირები პასუხისმგებლობას აიღებენ, რომ მხარს მმართველ გუნდს დაუჭერენ. რუსთავში გამარჯვება, სადაც საკრებულო ჯერაც ვერ ჩამოყალიბებულა, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე, მმართველ გუნდს ძალიან გაუჭირდება და თუ ოპოზიცია მოიგებს, მერე ნახეთ, რუსთავის ციხესთან სანთლების დანთება და სიმღერები. ოპოზიცია კარგად ხვდება, რომ რუსთავში გამარჯვების შანსი რეალურად მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას აქვს და ეს გამარჯვება შესაძლოა ვადამდელი არჩევნების წინაპირობაც გახდეს. ამიტომ, ნაცმოს აუცილებლად დაუთმობენ და კონკურენტს არ დაუყენებენ, თუმცა, რომც დაუყენონ, ხმების 99% მაინც ორ პარტიას შორის განაწილდება.The post “მიშა ისევ თავად ცდილობს საპროტესტო ფორმის მოფიქრებას… ნაციონალები მაისისთვის განსაკუთრებით ემზადებიან” – რას უყვებიან კულუარულად “ალიას” appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts