Jump to content
Planeta.Ge

“ყველაზე მყარი პოზიცია სწორედ რომ ღარიბაშვილს აქვს, რაც არც კობახიძეს მოსწონს და არც კალაძეს” – ღარიბაშვილმა პოზიციები გაიმაგრა?


Recommended Posts

ანი დვალიშვილი, ალია

“ქართულ ოცნებას”  ახალმა წლებმა სულზე მოუსწრო. ქვეყნის პირველ და მეორე თუ არა, მესამე პირის პოსტიდან წასვლა ისე უმტკივნეულოდ ჩატარდა, თითქოს კახა კუჭავას არც უარსებია პარლამენტში. გარდა სპიკერის პოსტისა, მან პარლამენტიც დატოვა და როგორც მისი მეგობრები თუ თანაპარტიელები ამბობენ, კონკრეტულ პროექტზე მუშაობს და ახლა მას მეტ დროს დაუთმობს. ძალიან კი გვეეჭვება, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მნიშვნელოვანი პროექტით იყოს კუჭავა დაკავებული, მას უბრალოდ უთხრეს და წავიდა, რითაც ირაკლი კობახიძის ფლანგი დასუსტდა. სწორედ რომ კობახიძის, რადგან კუჭავას რეკომენდატორი სწორედ ის იყო და პარლამენტის რეალური თავმჯდომარეც კუჭავას ხელში სწორედ კობახიძე გახლდათ. ახლა კი, პაპუაშვილის დანიშვნით, პარლამენტში პოზიციები ირაკლი ღარიბაშვილმა გაიმაგრა, იმ ღარიბაშვილმა, ახალ წლამდე წასვლას რომ უანონსებდა პრაქტიკულად, ყველა ტელევიზია და რომელიც არსად წასულა და ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში არც წავა.

ერთი შეხედვით, კუჭავას მშვიდად გაშვების ფონზე, „ოცნებაში“  სიტუაცია დალაგებული უნდა იყოს და გუნდის ლიდერები სახელმწიფოს ფეხზე დაყენებაზე უნდა ფიქრობდნენ, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ შინაგანად ყველა დარწმუნებულია, მინიმუმ 2024 წლამდე ხელისუფლებაში იქნებიან, ანუ ამ დრომდე უნდა მოასწრონ და ხელისუფლებასთან ერთად, ძალაუფლება და გავლენაც ყველაზე მეტი უნდა ჰქონდეთ. ამიტომ, შიდა დაპირისპირება პიკს აღწევს, რადგან სწორედ ახლა, პირველ კვარტალში უნდა გადაწყდეს, ვის რა პრეტენზია და პერსპექტივა ექნება სამომავლოდ.

ახლა უნდა დანაწილდეს პარტიული თანამდებობებიც და ამ გადმოსახედიდან, ყველაზე მყარი პოზიცია სწორედ რომ ღარიბაშვილს აქვს, რაც არც კობახიძეს მოსწონს და არც კახი კალაძეს. როგორც გვითხრეს, კალაძესთან დაპირისპირება იქამდეც კი მივიდა, რომ მან პარტიის დატოვების გადაწყვეტილებაც კი მიიღო და ეს მხოლოდ ივანიშვილმა გადააფიქრებინა. კალაძის წასვლა საუკეთესო ვარიანტში დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციად ქცევას ნიშნავს, რაც მმართველი გუნდის გეგმებში ნამდვილად არ შედის და დედაქალაქის გარდა, კალაძის კადრები რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც არიან პირველ ნომრად.

alia1-691x1024.jpg

The post “ყველაზე მყარი პოზიცია სწორედ რომ ღარიბაშვილს აქვს, რაც არც კობახიძეს მოსწონს და არც კალაძეს” – ღარიბაშვილმა პოზიციები გაიმაგრა? appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...