planeta.ge Posted January 14, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2022 ანი დვალიშვილი, ალიაოფიციალური მონაცემებით, რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2021 წლის მონაცემებით, საქართველოს აქვს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა თქვა, ეს მაჩვენებელი ორნიშნაა და 10.7%-ს უტოლდება, ანუ ჩვენი ეკონომიკა ფურცელზე წინ მიდის. ჰო, სწორედ რომ ფურცელზე, რადგან რეალურად, ეკონომიკურ ზრდას მოსახლეობა ვერანაირად ვერ გრძნობს და რაც მთავარია, ფასების მატება პრაქტიკულად, ყოველკვირეულ რეჟიმში გრძელდება. დაზუსტებული ინფორმაციით, შეგვიძლია გითხრათ, რომ 1-ლი თებერვლიდან ფასი ისევ მოიმატებს მინერალურ და გაზიან სასმელებზე. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და არ შეიცვლება, რადგან ახალი წლებისა და ასე თუ ისე, მაღალი გაყიდვების მიუხედავად, კომპანიები ფიზიკურად ვერ ახერხებენ პროდუქცია იმავე ფასში გაყიდონ. საუბარი არ არის ლაარის ინფლაციაზე, ეროვნული ვალუტა ლამის ერთი თვეა, უმნიშვნელოდ მყარდება და უფასურდება. საქმე ის გახლავთ, რომ კომერციული სექტორისთვის გაზრდილი აირისა და ელექტროენერგიის გადასახადი, უკვე გაყიდული ჯივიპი და შესაბამისად, კომერციული სექტორისთვის გაზრდილი ფასები, მათ მძიმე ტვირთად აწევთ.„ნახევარ ლიტრიან შუშის ბოთლ ლიმონათზე ფასის მატება 14-15 თეთრით მოგვიწევს. ეს იცით, რას ნიშნავს? რესტორანი იძულებული გახდება, ფასი მინიმუმ 50 თეთრით გაზარდოს და ისედაც მცირე კლიენტი კიდევ უფრო შემცირდება. რესტორნების უდიდესი ნაწილი ზარალზე მუშაობს, მწვანე პასპორტების შემოღებამ, ეს სექტორი პრაქტიკულად, მოკლა და თუ აღნიშნული მდგომარეობა კიდევ ერთი წელი გაგრძელდება, ამას ვერც ერთი, ვიმეორებ, ვერც ერთი რესტორანი ფიზიკურად ვერ გაუძლებს. სახელმწიფო არანაირ შეღავათზე არ ფიქრობს, იმიტომ, რომ ამის რესურსი ფიზიკურად არ გააჩნია და ასეთ პირობებში, სარესტორნო ბიზნესი უბრალოდ მოკვდება, აღარ იარსებებს და შემდეგ ყველას ნულიდან მოუწევს დაწყება, რამდენს ექნება ნულიდან დასაწყები რესურსი, ცალკე თემაა“, – გვითხრა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე (თუ ყველაზე არა) წარმატებული მინერალური წ####ბისა და გამაგრილებელი სასმელების კომპანიის ხელმძღვანელმა.რესტორნების მუშაობას რამდენიმე სფერო იყო მიბმული. ვერ მუშაობენ ის მცირე ფერმერები, რომლებიც კონკრეტულ რესტორნებს სახაჭაპურე ყველს და სულგუნს აწვდიდნენ, რომლებიც საქონლისა და ღორის ხორცით ამარაგებდნენ. თავად განსაჯეთ, რესტორნები, რომლებიც კვირაში 3 ათას ბოთლ ლიმონათზე მეტს ყიდდნენ, დღეის მდგომარეობით, 250-300 ბოთლამდე არიან ჩამოსული, ანუ გამოდის, რომ რესტორანი დღეში 40-45 ბოთლ ლიმონათზე მეტს ვერ ყიდის, რაც კატასტროფული შედეგია. იგივე ითქმის სხვა პროდუქტებზეც და ყველამ იცის, რომ რესტორნები ძირითადად ადგილობრივი პროდუქტიც გამსაღებლები იყვნენ, ახლა კი…The post “ნახევარ ლიტრიან შუშის ბოთლ ლიმონათზე ფასის მატება 14-15 თეთრით მოგვიწევს…” – რას უყვებიან “ალიას” appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bantikif Posted June 22, 2023 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2023 hello friend looking for georgian restaurant here it is. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts