Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo ცესკოს თავმჯდომარე: ფეიკინფორმაციის გავრცელებას იმ დონის გავლენა აქვს, რომ შენი ნაღვაწი შეიძლება ჩამოინგრეს


Recommended Posts

„ე.წ. ფეიკინფორმაციის გავრცელებას იმ დონის მაღალი გავლენა აქვს, რომ შენი ამდენი ნაღვაწი, ნაშრომი შეიძლება ჩამოინგრეს“, – ამის შესახებ ცესკოს მოქმედმა თავმჯდომარემ და თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი კალანდარიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გასაუბრებისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა ქვეყანაში საარჩევნო პროცესზე დეზინფორმაციის გავლენაა.

„ავამუშავეთ მექანიზმი, რომლის ფარგლებში ცენტრის თანამშრომლები მედიამონიტორინგს, ინფორმაციის ანალიზს და მასზე დროულ რეაგირებას ახორციელებენ. გადამზადდა მედიამონიტორების ჯგუფი. ერთ-ერთი პირველი საჯარო უწყება ვართ, რომელმაც ასეთი ტიპის მექანიზმი გამოიყენა იმისთვის, რომ დაიცვას ინსტიტუცია და ამომრჩეველი არასწორი აღქმების ჩამოყალიბებისგან, რასაც არასწორი ინფორმაციის გავრცელება იწვევს. ინსტიტუციის დაზიანება საარჩევნო პროცესს აზიანებს“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

The post ცესკოს თავმჯდომარე: ფეიკინფორმაციის გავრცელებას იმ დონის გავლენა აქვს, რომ შენი ნაღვაწი შეიძლება ჩამოინგრეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...