planeta.ge Posted January 14, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2022 „მკაცრი შეზღუდვები, მკაცრი ჩაკეტვები, ტრანსპორტის აკრძალვა და მსგავსი ჯერჯერობით არ განიხილება“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.მანვე აღნიშნა, რომ თუ ქვეყანაში საჭირო გახდა რაიმე სახის მინიმალური რეგულაციის დაწესება, ეს შესაძლოა იყოს მაგალითად სარესტორნე სივრცეებთან დაკავშირებით. კულუმბეგოვის თქმით, თუ პირბადის ტარების მაჩვენებელს 80%-მდე გავზრდით, მინიმალური შეზღუდვების დაწესებაც არ გახდება საჭირო.„ჯერჯერობით მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში პანდემია არ იმართება ისე, როგორც იმართებოდა 2020 წლის დასაწყისში. ანუ მკაცრი შეზღუდვები, მკაცრი ჩაკეტვები, ტრანსპორტის აკრძალვა და მსგავსი ჯერჯერობით არ განიხილება. დანარჩენი, როდესაც დატვირთვა იმატებს, ამის პარალელურად და იმის ბალანსირებით რომ ბიზნესის ნაკლები დაზარალება იყოს, რასაკვირველია, რაღაც ტიპის ღონისძიებები შეიძლება ჩვენ დაგვჭირდეს. თუმცა თუ ჩვენ მოსახლეობის ავწევთ პირბადის სწორ გამოყენებას 80%-მდე, ჩვენ საერთოდ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტიპის მინიმალური შეზღუდვების დაწესება იგივე სარესტორნე სივრცისთვის და ა.შ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.The post კულუმბეგოვი: მკაცრი ჩაკეტვები, ტრანსპორტის აკრძალვა ჯერჯერობით არ განიხილება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts