planeta.ge Posted January 14, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2022 თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კორონავირუსით გარდაცვლილ პირთა სტატისტიკა გაყალბდა.ცერცვაძე ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ შეუძლებელია სტატისტიკის გაყალბება მაშინ, როდესაც ამდენი დაინტერესებულია პირია „ჩასაფრებული“. მისი თქმით, შესაძლოა, მონაცემების გადაცემა ერთი დღით დაგვიანდეს, თუმცა მეორე დრეს აღნიშნულის გასწორება ხდება.„ერთი შემთხვევაც კი არ ყალბდება სიკვდილიანობის გადაცემის. ვინ გვაპატიებს ამას, როდესაც ამდენი დაინტერესებული პირია ჩასაფრებული. მე პირიქით გეტყვით, ზოგჯერ სწორედ იმიტომ, რომ ვინმემ ბრალი არ დაგვდოს არაგამჭვირვალობაში, იმ შემთხვევაში კი როდესაც შესაძლებელია და სხვა ქვეყნებიც აკეთებენ ამას, რომ სიკვდილის მიზეზად კოვიდი არ დაიწეროს, მაინც მივდივართ პატიოსანი გზით და სიკვდილის მიზეზად იწერება კოვიდი. შაბა-კვირაა, ზოგჯერ გადაცემა იგვიანებს, მაგრამ გარწმუნებთ, არავითარ შემთხვევაში არ ხდება გაყალბება. შეიძლება ერთი დღით გვიან გადაიცეს, მაგრამ ეს მეორე დღეს აუცილებლად გასწორდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.The post გაყალბდა თუ არა კოვიდსიკვდილიანობის სტატისტიკა – თენგიზ ცერცვაძის განცხადება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts