Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo რა ფორმით გაგრძელდება სკოლებში სწავლა


Recommended Posts

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, არსებობს მზაობა იმისა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ საკლასო ოთახებში განახლდეს.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ სკოლების შიდა სივრცეებში რეგულაციების დაცვა მოხერხდეს და სიმპტომების შემთხვევაში პერსონალი ან მოსწავლე სკოლაში არ მივიდეს.

„სკოლებმა რამდენიმე ეტაპი გაიარეს კოვიდპანდემიის პროცესში. სკოლების შიდა მზაობა არის საკმაოდ მაღალი იმისთვის, რომ მათ ადგილზე უზრუნველყონ სწავლება. რა თქმა უნდა, იმატებს შანსი იმისი, რომ ახალგაზრდებში, მათ შორის მოსწავლეებში შესაძლოა მოხდეს შემთხვევების სწრაფი გავრცელება, აქ გამოსავალი არის პერსონალისა და მასწავლებლების ვაქცინაცია. სკოლებში ვაქცინაციის მაჩვენებელი არის მაღალი, თუმცა მეტია საჭირო. რაც მთავარია, თუ ადამიანს აქვს სიმპტომი, ის არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაესწროს საკლასო გარემოში სწავლების პროცესს და უნდა დარჩეს სახლში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

The post რა ფორმით გაგრძელდება სკოლებში სწავლა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...