planeta.ge Posted January 12, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2022 საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებას, რომლის თანახმად, ნატო რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს. როგორც ზურაბიშვილი ტვიტერზე წერს, იენს სტოლტენბერგისგან დღეს მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ. "ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - წერს ზურაბიშვილი. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts