Jump to content
Planeta.Ge

tia "რომ იცოდეს ნანამ, რა უბედური და დაღუპული იყო მისი ჩამოსვლით ოჯახი, ინატრებდა ჰაერშივე აფეთქებულიყო თვითმფრინავი.." - ემიგრანტის ბედის ირონია


Recommended Posts

1642014804_310136-3x2-940x627.jpg

სოციალურ ქსელში მძიმე ისტორია ვრცელდება ემოგრანტის სესახებ, რომლის ჩამოსვლა ოჯახის წევრებისთვის არასასურველი აღმოჩნდა.

 

"საოცარ დიალოგს შევესწარი დღეს სამარშრუტო ტაქსიში, ერთი გოგო შესჩიოდა მეორეს, რომ ნანა ბრუნდებოდა ემიგრაციიდან...

 

ახლაც არ ვიცი, ვინ იყო ის ნანა მისთვის, მაგრამ რომ იცოდეს ნანამ რა უბედური და დაღუპული იყო მისი ჩამოსვლით ოჯახი, ინატრებდა ჰაერშივე აფეთქებულიყო თვითმფრინავი..

 

ერთი ამბავი გამახსენა ამ ფაქტმა...

 

მორიგე ვიყავი სამსახურში - ერთი ჩვენი კლიენტი მოვიდა აღშფოთებული და განერვიულებული, ოქროები მოიხსნა და შემიფასეო მთხოვა, მანქანის შეცვლა მინდა და თუ დამაკლდა თანხა მერე დავტოვებო, ვიდრე ნივთებს ვსინჯავდი მოიოხა გული ჩემთან...

 

დედაზე იყო გაბრაზებული...

 

"8 წელია ამერიკაშიაო, ახლა ატყდა პატარა ბავშვივით, უნდა ჩამოვიდეო, არ მინდა უცხო ქვეყანაში მოვკვდე, ჩემს სახლში მინდაო...

 

სად გაექცევა ეს სახლი, ძლივს ცოტა ამოვისუნთქეთ, ვალი გადავიხადეთ, სახლი ვიყიდეთ, რემონტს ვამთავრებთ, მეტალოს კარ-ფანჯარა და ცენტრალური გათბობა დარჩა, სხვა ყველაფერს მოვრჩიო.

 

ვეუბნები - ბარემ დაგვემთვრებინა ესეც, რომ ჩამოვიდეს აქ რას ვიზამთ არც მე ვმუშაობ და არც მამაო, ისევ თავიდან უნდა ავიღოთ ვალები და რისთვის იწვალა ამდენიო...

 

ხალხი ნატრობს ამერიკასო, ღმერთის წყალობით გაუმართლა და წავიდა და ასე იოლად წამოვა კაცი იქედანო?!..."

 

უკვირდა შვილს... ხელისგულზე გაზრდილს...ბინიანს, მანქანა გამოცვლილს, ცენტრალური გათბობით გამთბარს, მაგრამ მაინც ცივსისხლიანს...

 

და დედას გაწირულს, გაყიდულს... საკუთარ სახლში სიკვდილის უფლება ჩამორთმეულს...სახვეწარი გაუხდა მშობლიურ მიწაზე ფეხის დადგმა, ვერ გააძღო "უმუშევარი" ქმარ-შვილი...

 

ტრაგედია კიდევ ის უფროა, რომ მრავლად არიან დღეს ასეთები..

 

მოხუცი მშობლების ხარჯზე გვერდებგასიებული უსაქმურები, შუბლის ძარღვი, რომ არ უწყდებათ ისე ხარჯავენ ასე ნაწვალებ და ნაოფლარ ფულს და სჯერათ რომ "გაუმართლა" მშობელს იმით, რომ ამერიკელს ემსახურება და არა ბერძენს....

 

ჰო...

 

რატომ მოვყევი ამდენს...

 

მადლობა მინდა ვუთხრა დედას, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იყო და არის...

 

რომ რა დროსაც არ უნდა დამჭირდეს, ვიცი გავაღებ კარს და იქ დამხვდება... ჯანდაბამდეც გზა ჰქონია სახლს, სადაც დედა არ იქნება...

 

ჰო და კიდევ...

 

კინაღამ დამავიწყდა მეთქვა...

 

ჩემს სახლს არ აქვს მეტალოს ფანჯრები, გაგიკვირდებათ და არც ცენტრალური გათბობაა, მაგრამ დავიფიცებ სამყაროში თუ რამე არსებობს საფიცარი, რომ ჩემი ბავშვობის სახლში ყველაზე მეტად თბილა", - წერს ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებელი.

 

exclusivetv.ge

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...