Jump to content
Planeta.Ge

7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ნეო-ნაცისტს, რომელიც ჟურნალისტებს და ებრაელებს ემუქრებოდა – აშშ


Recommended Posts

ფოტო – ამერიკის ხმა

აშშ-ში შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ნეო-ნაცისტს, რომელიც სამ შტატში ჟურნალისტების და ებრაელი აქტივისტების დაშინების კამპანიას ეხმარებოდა.

სექტემბერში, ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ კალებ კოლი დამნაშავედ ცნო ხუთ ეპიზოდში, რომელიც ვაშინგტონის, არიზონის და ფლორიდის შტატებში, ჟურნალისტებისთვის და ანტი-დეფამაციის ლიგის თანამშრომლებისთვის, სვასტიკა დართული პლაკატების გაგზავნას ეხებოდა. პლაკატებზე გაფრთხილება ეწერა, როგორიც იყო: „თქვენ ადგილობრივი ნაცისტები გეწვივნენ“, „თქვენს საქციელს შედეგები მოჰყვება“ და „ჩვენ გაკვირდებით“.

სიეტლის საოლქო ფედერალურმა მოსამართლემ, დაზარალებულების ჩვენებების მოსმენის შემდეგ, რომლებმაც მუდმივ შიშზე და მუქარის საპასუხოდ, სახლების ძვირადღირებული უსაფრთხოების სისტემების დაყენებაზე ისაუბრეს, ბრალდებულს ფედერალურ ციხეში პატიმრობა მიუსაჯა.

კოლი, რომელიც ბოლოს ტეხასის შტატის ქალაქ მონტგომერიში ცხოვრობდა, ლიდერობდა სიძულვილის ჯგუფს. მას და კიდევ ოთხ პირს, ბრალად მუქარის შემცველი კორესპონდენციის გაგზავნა და ფედერალური კანონით დაცული საქმიანობისთვის ხელის შეშლა ედებოდა.

წყარო – ამერიკის ხმა

The post 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ნეო-ნაცისტს, რომელიც ჟურნალისტებს და ებრაელებს ემუქრებოდა – აშშ appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...