planeta.ge Posted January 13, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2022 გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი:COVID-19-ის ვაქცინაციაგანახლებული რჩევები STIKO-ს მიხედვითვაქცინაცია გვიცავს!ამას ადასტურებს მილიარდობით გადარჩენილი სიცოცხლე!!!ვენდოთ მეცნიერებას, ნუ გავწირავთ ნურც ჩვენს და ნურც სხვის ჯანმრთელობას!ახალ, მუტაციურ შტამთან დაკავშირებით, 29.11.2021-ში აცრებს შორის შუალედის თაობაზე STIKO-მ განაახლა რეკომენდაცია:ე.წ. „ბუსტერ“ დოზა, mRNA ვაქცინით აცრილ 18 წელს ზევით პირებისთვის შესაძლებელია ძირითადი ვაქცინაციიდან 3 თვეში.12 წლის ზევით პირებმა, რომლებსაც ჰქონდათ ლაბორატორიულად დადასტურებული SARS-Cov-2 ინფექცია, სრული იმუნიზაციისთვის სასურველია გადატანიდან მინიმუმ 3 თვეში ჩაიტარონ Covid-19-ის ერთჯერადი ვაქცინაცია. იგივე ეხება 5-11 წლის ასაკის ბავშვებს.დაავადების მძიმე მიმდინარეობის მაღალი რისკის გამო, ხანდაზმულებისთვის და თანმხლები დაავადებების მქონე პირებისთვის აუცილებელია „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია.ბუსტერ დოზის და ვაქცინებს შორის ხანმოკლე ინტერვალის მიზანი არის დაავადების მძიმე მიმდინარეობის თავიდან აცილება და ინფექციის გავრცელების შეჩერება, განსაკუთრებით ომიკრონის ვარიანტის გავრცელების პირობებში.STIKO ხაზს უსვამს აგრეთვე იმ ფაქტს, რომ ორივე mRNA ვაქცინის (Comirnaty (Pfeizer) და Spikevax (Moderna)) შემთხვევაში ეფექტურობა თანაბარია.ვაქცინაCovid-19 საწინააღმდეგოდ დღეისთვის ევროკავშირის ქვეყნებში მოწოდებულია ოთხი ვაქცინა. მათგან ორი არის mRNA (Comirnaty და Spikevax, Comirnaty მოწოდებულია 5 წლის ასაკიდან, ხოლო Spikevax 12 წლის ასაკიდან), ორი კი ვექტორული ვაქცინა (Vaxzevria AstraZeneca-ს ფირმის და Janssen Cilag International-ის ფირმის, ორივე მოწოდებულია 18 წლის ასაკიდან). არც ერთი მათგანი არ არის ცოცხალი ვაქცინა.STIKO-ს რჩევის გათვალისწინებით, Comirnaty-ის გამოიყენება მიზანშეწონილია 5 წლის, Spikevax 30 წლის, ხოლო Vaxzevria 60 წლის ასაკიდან (ასაკის ზედა ზღვარი არ არის დაწესებული).სრული იმუნიზაციისთვის mRNA ვაქცინისთვის საჭიროა 2 დოზა.Vaxzevria-ს შემთხვევაში, STIKO-ს რეკომენდაციით, აღარ არის საჭირო 2 დოზა. პირველი დოზის შემდგომ, სასურველია მეორე დოზა იყოს mRNA ვაქცინა (იმუნიზაციის ჰეტეროლოგიური სქემა).Janssen-ის ვაქცინის შემთხვევაში საკმარისია ერთი დოზა, თუმცა, ეფექტური დაცვისთვის სასურველია დამატებითი mRNA დოზა.აცრის რეკომენდაციები 18 წლის ზემოთ პირებისთვისSTIKO-ს მიხედვით, 18 წელს ზემოთ ვაქცინაცია რეკომენდირებულია ყველა ადამიანისთვის. ხოლო გარკვეული პოპულაციისთვის განსაკუთრებით სასურველია ვაქცინაცია. 30 წელს ქვემოთ სასურველია Comirnaty-ის გამოყენება, რადგან ამ ასაკობრივ პოპულაციაში Spikevax-ს გააჩნია მიო-/პერიკარდიტის განვითარების უფრო მაღალი რისკი. STIKO-ს მიერ ორივე mRNA ვაქცინა აღიარებულია, როგორც თანაბარი მოქმედების. თუკი პირველი დოზის შემდგომ იგივე ვაქცინა არ არის ხელმისაწვდომი, გარემოებების გათვალისწინებით (ასაკი, ორსულობა) შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვა mRNA ვაქცინა. 60 წელს ზემოთ შესაძლებელია ვაქცინაციის დაწყება ვექტორული ვაქცინით.STIKO გვირჩევს, რომ მათ, ვისაც პირველი დოზა ჰქონდა ვექტორული ვაქცინით, სასურველია სრული იმუნიზაცია მოხდეს ჰეტეროლოგიური სქემით. თრომბოემბოლიური რისკის გათვალისწინებით, ვექტორულ ვაქცინას გააჩნია ასაკობრივი შეზღუდვა.Janssen-ის ვაქცინის შემთხვევაში საკმარისია ერთი დოზა, თუმცა, ეფექტური დაცვისთვის სასურველია დამატებითი mRNA დოზა:მეორე დოზა შესაძლებელია ჩატარდეს ჰეტეროლოგიური სქემით პირველი აცრიდან 4 კვირაში, ამასთან Spikevax-ის გამოყენება სასურველია 30 წელს ზემოთ და არ არის ნებადართული ორსულებში.მწარმოებელმა მიაწოდა ევროპის წამლის სააგენტოს Janssen ჰომოლოგიური Covid-19 ვაქცინის შესახებ და მოითხოვა ავტორიზაცია.აცრის რეკომენდაციები 5-11 წლის ასაკის ბავშვებშიდღევანდელი მონაცემებით, ბავშვთა ასაკში, თანმხლები დაავადებების არ არსებობის შემთხვევაში, დაავადების მძიმედ მიმდინარეობს და ჰოსპიტალიზაციის რისკები ძალზე დაბალია. გერმანიაში 5-11 წლის ასაკის ჯანმრთელ ბავშვებში არ დაფიქსირებულა გარდაცვალების შემთხვევა.მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკობრივ პოპულაციაში არ დაფიქსირებულა მძიმედ მიმდინარე არასასურველი მოვლენა, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი მონაცემი იშვიათი ან ძალიან იშვიათ გვერდით მოვლენასთან დაკავშირებით.მოდელირებულმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ 5-11 წლის ასაკის პოპულაციის აცრას (დაახლოებით 5,2 მილიონი ბავშვი, რაც წარმოადგენს გერმანიის მოსახლეობის 6%-ს) არ მოაქვს დიდი სარგებელი პანდემიასთან და დაავადების გავრცელებასთან მიმართებაში.STIKO-ს მიხედვით, 5-11 წლის ასაკის ჯანმრთელი ბავშვების (თანმხლები დაავადებების არ ქონის შემთხვევაში) აცრასთან დაკავშირებით არ არის მკაცრი რეკომენდაცია. თუმცა, იმ ბავშვების შემთხვევაში, რომელთაც აღენიშნებათ თანმხლები დაავადებები, ინფექციის მძიმე მიმდინარეობის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ვაქცინაცია. შემოთავაზებული ვაქცინა, ამ შემთხვევაში, არის Comirnaty-ის (Pfize/BioNTech) 2 დოზა სრული იმუნიზაციისთვის, 3-6 კვირიანი შუალედით. ლაბორატორიულად დადასტურებული SARS-Cov-2 ინფექციის გადატანის შემდგომ, ამ ჯგუფში შემავალი ბავშვების აცრა შესაძლებელია გადატანიდან მინიმუმ 3 თვის შემდეგ. ჯანმრთელი ბავშვების შემთხვევაში, დაავადების გადატანის შემდგომ არ არის ვაქცინაციის რეკომენდაცია, ხოლო იმუნოსუპრესიის მქონე ბავშვებში, დაავადების გადატანის შემდგომ განილიხილება სრული ვაქცინაცია 2 დოზით. აცრა სასურველია იმ ბავშვებისთვისაც, რომელთა ოჯახის წევრს (ან ახლო კონტაქტში მყოფი პირს) გააჩნია დაავადების მძიმედ მიმდინარეობის დიდი რისკი და თავად არ შეუძლია აცრა, ან ვაქცინა საკმარისად ეფექტურ დაცვას ვერ ახორციელებს (იმუნოსუპრესირებულ პირებში).აცრის რეკომენდაციები 12-17 წლის ასაკის პირებშიამ ასაკის პოპულაციისთვის STIKO გვირჩევს აუცილებელ ვაქცინაციას, ამასთან Comirnaty-ის ტიპის ვაქცინით, რადგან Spikevax-თან შედარებით მიო/პერიკარდიტის განვითარების ნაკლბი რისკია. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს თანმხლები დაავადებების მქონდე პირებს. აგრეთე იმ პირებს, რომელთა ოჯახის წევრს (ან ახლო კონტაქტში მყოფი პირს) გააჩნია დაავადების მძიმედ მიმდინარეობის დიდი რისკი და თავად არ შეუძლია აცრა, ან ვაქცინა საკმარისად ეფექტურ დაცვას ვერ ახორციელებს (იმუნოსუპრესირებულ პირებში). სავალდებულოა იმ ახალგაზრდებისთვის ვაქცინაცია, რომლებიც იმყოფებიან მაღალი ექსპოზიციის არეში (სამუშაო).საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (მაგ. სკოლები) ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მშობლები, მასწავლებლები, აღმზრდელები უნდა აიცრან რაც შეიძლება სწრაფად.აცრის რეკომენდაციები ორსულებისთვის და ლაქტაციაში მყოფი ქალებისთვისSTIKO-ს რეკომენდაციით, რეპროდუქციის უნარის მქონე პირები უნდა აიცრან რაც შეიძლება სწრაფად და ორსულობამდე უნდა მოხდეს ოპტიმალური დაცვა.აუცრელმა ორსულებმა 2 დოზა Comirnaty უნდა მიიღონ მეორე ტრიმესტრის შემდგომ. თუკი პირველი აცრის შემდგომ დადგა ორსულობა, მეორე დოზა უნდა გაკეთდეს მეორე ტრიმესტრიდან.ორი დოზით აცრილმა ორსულებმა, ასაკის მიუხედავად, მეორე ტრიმესტრის შემდგომ უნდა დაიმატონ Comirnaty-ის ბუსტერ დოზა, ძირითადი იმუნიზაციიდან მინიმუმ 3 თვის შემდგომ.აგრეთვე, STIKO გვირჩევს ლაქტაციის პერიოდში მყოფი აუცრელი ქალებისთვის 2 დოზით ვაქცინაციას, ამასთან, 30 წელს ქვემოთ რეკომენდებულია Comirnaty-ის გამოყენება, რადგან Spikevax-თან შედარებით მიო/პერიკარდიტის განვითარების ნაკლბი რისკია.რეკომენდაციები დამატებით აცრაზე (ე.წ. „ბუსტერ“ დოზა)STIKO-ს რეკომენდაციით 18 წელს ზემოთ ყველა პირისთვის სასურველია დამატებითი, ე.წ. „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია ძირითადი იმუნიზაციის დასრულებიდან მინიმუმ 3 თვის შემდგომ. ამის მიზანია აცრის ფორსირებული კამპანია, ვაქცინაციებს შორის პერიოდის შემოკლება და ამ გზის ინფექციის ტრანსმისიის შემცირება, განსაკუთრებით ომიკრონის გავრცელების პირობებში.არ აქვს მნიშვნელობა ძირითადი იმუნიზაცია რომელი ტიპის ვაქცინით ჩატარდა, ბუსტერ დოზა უნდა გაკეთდეს mRNA ვაქცინით: 30 წელს ქვემოთ პირებისთვის გამოიყენება ექსკლუზიურად ComirnatyØ 30 წელს ზემოთ გამოიყენება ორივე mRNA ვაქცინა (Comirnaty და Spikevax).Ø 18 წელს ზემოთ Comirnaty გამოიყენება იმავე დოზით, როგორც ზირითადი იმუნიზაციისას, ხოლო Spikevax – ნახვეარი დოზით (50 μg ).Ø სასურველია ბუსტერ ვაქცინა იყოს იგივე, რაც ძირითადი ვაქცინა. თუკი ეს შეუძლებელია, გამოიყენება mRNA ვაქცინა.Øვაქცინის რესურის გათვალისწინებით, ბუსტერ დოზისას პროპრიტეტი უნდა მიენიჭოს შემდეგ კატეგორიებს: 70 წელს ზემოთ მყოფი პირებიØ მოხუცთა სახლში მცხოვრები ხანდაზმულები და მომვლელებიØ იმუნოდეფიციტის მქონე პირებიØ იმ პირებთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რომელთაც აქვ ინფექციის მძიმე მიმდინარეობის მაღალი რისკიØ სამედიცინო დაწესებულებებსში მყოფი პირები (მედპერსონალი).Øაგრეთვე, ამ დრომდე აუცრელი პირები უნდა აიცრან.პირები, რომლებმაც გადაიტანეს კორონავირუსული ინფექცია და მიიღეს ვაქცინის ერთი დოზა, ბუსტერ დოზა შესაძლებელია მინიმუმ 3 თვის შემდეგ.თუკი ადამიანმა აცრის შემდგომ გადაიტანა SARS-Cov-2 ინფექცია, ვაქცინის რაოდენობის მიუხედავად, საჭიროა გადატანიდან 3 თვეში გაიკეთოს „ბუსტერ“ დოზა.ბუსტერ დოზა, როგორც წესი, რეკომენდირებულია 18 წელს ზემოთ, თუმცა სპეციალური ჩვენებით (სამუშაო გარემო).ვაქცინაციის რეკომენდაცია იმუნოდეციფიტურ პირებშიიმუნოკომპრომეტირებულ პირებში ვაქცინაციის მაქსიმალური ეფექტურობისთვის სასურველია აცრის პერიოდში იყოს მინიმალური იმუნოსუპრესია. დაგეგმილი ქიმიოთერაპიის წინ, ეფექტური იმუნური პასუხისთვის სასურველია ვაქცინაცია მინიმუმ 2 კვირით ადრე.ამ დრომდე აუცრელი იმუნოკომპრომეტირებული პირები სასურველია აიცრან, ამასთან 2 დოზიდან ერთი მაინც უკეთესია იყოს mRNA ვაქცინა. 5 წლის ასაკიდან გამოიყენება Comirnaty (5-11 წლის ასაკში 10 მკგ, 12 წელს ზემოთ-30 მკგ) 3-6 კვირიანი შუალედით, ხოლო 30 წელს ზემოთ გამოიყენება დამატებით Spikevax 100 მკგ დოზით, 4-6 კვირიანი შუალედით.იმ პირებმა, რომლებმაც გადაიტანეს SARS-Cov-2 ინფექცია, საჭიროებენ ვაქცინაციას, თუმცა, ინდივიდუალური მიდგომის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს დოზების რაოდენობა.იმუნოსუპრესირებულმა პირებმა, რომლებმაც ვაქცინის პირევლი დოზა მიიღეს ვექტორული ვაქცინა, საჭიროა მეორე დოზა მიიღონ mRNA 4 კვირის შუალედით12 წელს ზემოთ იმუნოსუპრესირებულმა პირებმა უნდა გაიკეთონ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზა ჰომოლოგიური ან ჰეტეროლოგიური სქემით, ძირითადი იმუნიზაციიდან მინიმუმ 3 თვის შემდეფ, მესამე დოზა უნდა იყოს mRNA ვაქცინა, 12 წელს ზემოთ გამოიყენება Comirnaty 30 მკგ, ხოლო Spikevax 100 მკგ.მძიმე იმუნოსუპრესიის შემთხვევაში მესამე დოზის გაკეტება შესაძლებელი მეორე დოზიდან 4 კვირაში. ამ ვაქცინაციის სერიის შემდგომ (რომელიც გულისხმობს 3 დოზას), ბუსტერ დოზის საკითხი გადაწყდება ინდივიდუალურად.ანტისხეულების სეოლოგიური ტიტრის განსაზღვრა არ არის რეკომენდებული. ის ზღვარი, რომელიც გვაჩვენებს ვაქცინის ეფექტურობას და შესაბამისად მესამე დოზის საჭიროების საკითხს ეჭვქვეშ აყენებს, არ არის ცნობილი. მხოლოდ ძლიერი იმუნოსუპრესიის მქონე პირებში საჭიროა მეორე დოზიდან მინიმუმ 4 კვირის და მესამე დოზიდან მინიმუმ 4 კვირის შემდგომ სპეციფიკურ ანტისხეულებზე სპაიკ პროტეინის წინააღმდეგ სეროლოგიური გამოკვლების ჩატარება. თუკი ანტისხეულების ტიტრი დაბალია ან არ ისაზღვრება, საქმე გვაქვს არაეფექტურ იმუნურ პასუხთან.მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე პირებმა მკაცრად უნდა დაიცვან დისტანციის და პირადი ჰიგიენის წესები, აგრეთვე მათთან კონტაქტში მყოფებმაც. ისინიც უნდა იყვნენ სრულად ვაქცინირებული.SARS-Cov-2 ინფექციის გადატანის შემდგომ ვაქცინაციაა) 12 წელს ზემოთ პირებმა, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსული ინფექცია, სასურველია ჩაიტარონ ვაქცინაცია დაავადების გადატანიდან 3 თვის შემდგომ. აცრა შესაძლებელია კოვიდის სიმპტომების დამთავრებიდან მინიმუმ 4 კვირის შემდგომ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ახალი ვარიანტების მაღალი ექსპოზიციის არეში იმყოფება ადამიანი, რადგან გადატანის შემდგომ არ ნარჩუნდება ხანგრძლივი დაცვა (immune escape-ვარიანტი).ბ) თუკი დაავადება მიმდინარეობს ასიმპტომურად, ათვლის წერტილი იქნება ინფექციის სეროლოგიურად დადასტურების თარიღი, რის შემდგომაც აითვლება 4 კვირა.გ) იმუნოდეფიციტის მქონდე პირებში უნდა გადაწყდეს დოზის რაოდენობის საკითხი, კერძოდ, არის თუარა საკმარისი ერთი დოზა და სრული იმუნიზაციისთვის საჭიროა თუ არა 2 დოზის მიღება. გადაწყვეტილება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმუნოდეფიციტის სიმძიმეზე, მიზეზზე.დ) 18 წელს ზემოთ პირებმა, რომლებმაც ჩაიტარეს ინფექციის გადატანის შემდგომ ვაქცინაცია, იმუნიზაციის შესანარჩუნებლად ბუსტერ დოზა უნდა გაიკეთონ მინიმუმ 3 თვის შემდგომ;ე) თუკი ადამინამა რამდენჯერმე გადაიტანა კორონავირუსული ინფექცია, ზირითადი იმუნიზაციის და ბუსტერ დოზის საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად.მადლობა Eka Kobidze & Tsotne Khubua!!https://www.rki.de/…/Archiv/2022/Ausgaben/02_22.pdf…The post COVID-19-ის ვაქცინაცია – განახლებული რჩევები STIKO-ს მიხედვით – თამარ ჟამურაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts