Jump to content
Planeta.Ge

interpost.ge- შემზარავი კადრები – სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა მომენტი, როდესაც დედამ ახალშობილი სანაგვეში გადაადგო


Recommended Posts

სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა მომენტი, როდესაც დედამ ნიუ-მექსიკოში ჩვილი სანაგვეში გადააგდო. ვიდეოში, ასევე, ჩანს, რომ ბავშვი რამდენიმე საათის შემდეგ იპოვეს.

CNN-ის ინფორმაციით, ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია. ორმა მამაკაცმა და ერთმა ქალმა, რომლებმაც ბავშვი სანაგვეში აღმოაჩინეს, პოლიციაში დარეკეს. მათი თქმით, ნაგვის ჩხრეკისას ბავშვის ტირილის ხმა შემოესმათ, ამოიღეს შავი ნაგვის პარკი, რომელშიც ნამდვილად ახალშობილი აღმოჩნდა. ბავშვი კლინიკაშია მოთავსებული.

მომხდარზე 18 წლის დედა დააკავეს, რომელსაც ბრალი მკვლელობის და ბავშვზე ძალადობის მუხლებით წარუდგინეს. ქალმა განაცხადა, რომ მხოლოდ ხუთშაბათს შეიტყო საკუთარი ორსულობის შესახებ, როდესაც მუცლის ტკივილის ჩივილით ექიმთან მივიდა. მისი თქმით, პარასკევს ტკივილი გაუძლიერდა და ნაადრევად იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილი ნაგვის პარკში გაახვია და სანაგვეში გადააგდო.

ქალის მშობლები ამბობენ, რომ შვილის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

The post შემზარავი კადრები – სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა მომენტი, როდესაც დედამ ახალშობილი სანაგვეში გადაადგო appeared first on InterPost.ge.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...