planeta.ge Posted January 11, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2022 22 წლის ჯოშ კავალო პირველი ფეხბურთელია, რომელმაც განაცხადა, რომ გეია და მას შემდეგ ავსტრალიის უმაღლეს ლიგაში, “ადელაიდა იუნაიტედში” თამაშობს.კავალომ გუშინ ინსტაგრამზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, მას შემდე, რაც ავსტრალიელი ფანებისგან ჰომოფობიური შეძახილები მოისმინა. გარდა ამისა, მას სასიკვდილო მუქარებსაც უგზავნიან.კავალო მოედანზე მე-2 ნახევარში შევიდა.“მე არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმის გამო, როგორიც ვარ და როგორც ვცხოვრობ. მე სიმართლეს ვსაუბრობ და სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, თუ რა იმედგაცრუებას განვიცდი. როგორც ჩანს, საზოგადოება 2022 წელსაც იმავე პრობლემებს განიცდის და აუცილებელია, ხალხი მეტად პასუხისმგებელი გახდეს საკუთარ სიტყვებზე” – დაწერა კავალომ. The post პირველ გეი ფეხბურთელ ჯოშ კავალოს ავსტრალიაში ემუქრებიან appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts