Jump to content
Planeta.Ge

არ ჩასვეს ციხეში, ვერ გაბედეს, რომ პოლიტპატიმრები ჰყოლოდათ, მაგრამ პოლიტდევნილებად დატოვეს – ნიკა გვარამია


Recommended Posts

„ქართულმა ოცნებამ ვერ გაბედა და ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალიან მნიშვნელოვანი დამსახურება – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია  ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“ქართულმა ოცნებამ” ვერ გაბედა – ეს ნამდვილად ასეა. ჩემი ვარაუდია, რომ ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალიან მნიშვნელოვანი დამსახურება, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ გამოიტანეს გამამართლებებლი გადაწყვეტილება, ეს ადამიანები უბრალოდ არ ჩასვეს ციხეში, ვერ გაბედეს, რომ პოლიტპატიმრები ჰყოლოდათ, მაგრამ პოლიტდევნილებად დატოვეს.

წარმოუდგენელი გადაწყვეტილებაა, აბსოლუტურად გაუგონარია, რომ მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ქმედება იმგვარ ქმედებაზე, რომელიც ხანდაზმულია და რომელზეც საერთოდ მსჯელობაც არ შეეძლო სასამართლოს და პროკურატურამაც კი არ შეიტანა მოთხოვნაში. მოკლებულია სამართლებრივ შინაარსს და შესაძლებლობას, მოკლებულია სასამართლოს და პროკურატურას, რომ ამაზე ემსჯელათ.

მაგრამ ნახეთ რა გააკეთეს, სამი მსხვილი ბიზნესმენი, აქედან ორი მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენი გამოაცხადეს თაღლითებად და უთხრეს, რომ არ გსჯით იმიტომ, რომ ეს ქმედებები არის ხანდაზმული. რეალურად, მათი მიზანია, რეპუტაციული განადგურება და მეორე დამოკლეს მახვილი დააკიდეს, როგორც ამ ადამიანებს ასევე ორ ორგანიზაციას – პოლიტიკურ ორგანიზაციას ლელოს და კრიტიკულ მედიას ტვ პირველს და უთხრეს, რომ ეს გასაჩივრდება და როგორც მოიქცევით იმის მიხედვით იქნება პასუხი”,-თქვა ნიკა გვარამიამ.

 

The post არ ჩასვეს ციხეში, ვერ გაბედეს, რომ პოლიტპატიმრები ჰყოლოდათ, მაგრამ პოლიტდევნილებად დატოვეს – ნიკა გვარამია appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...