Jump to content
Planeta.Ge

“კლინიკა, სადაც დიალიზის გაკეთებაა შესაძლებელი, მესტიიდან 140 კილომეტრშია” – სვანეთში ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად პეტიცია ვრცელდება


Recommended Posts

“სვანეთში ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად” – ამ მოწოდებით Manifest.ge-ზე პეტიცია ვრცელდება. განცხადების ავტორები მთავრობას მიმართავენ და აცხადებენ, რომ ვინც ზემო სვანეთში ცხოვრობს და დიალიზი სჭირდება, მას მხოლოდ ორი გამოსავალი აქვს – ან მესტიის მუნიციპალიტეტიდან აიყაროს ან დაიღუპება.

პეტიციის ხელმომწერები საქართველოს მთავრობისგან მოითხოვენ, განიხილოს აღნიშნული პეტიცია და რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯები გადადგას, რათა სვანეთის მცხოვრებლებმა მესტიის საავადმყოფოში დიალიზის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეძლონ:

გთავაზობთ პეტიციის ტექსტს:

“ვინც ზემო სვანეთში ცხოვრობს და დიალიზი სჭირდება, არჩევანი არ აქვს – მესტიის მუნიციპალიტეტიდან უნდა აიყაროს ან მოკვდება.

ადამიანებს დიალიზი რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება დაგვჭირდეს. ყველაზე ხშირად ეს თირკმლის უკმარისობის გამო ხდება. დიალიზის დაწყების გადაწყვეტილება ადვილი მისაღები ისედაც არ არის, რადგან ეს ცხოვრების წესის მკვეთრ ცვლილებას გულისხმობს – ადამიანი აპარატზე ხდება დამოკიდებული.

სვანეთიდან, უახლოესი კლინიკა, სადაც დიალიზის გაკეთებაა შესაძლებელი, ზუგდიდშია. მესტიიდან ზუგდიდამდე 140 კილომეტრია. ერთი მიმართულებით მგზავრობას 2.5 – 3 საათი სჭირდება. ზამთარში, დიდთოვლობისას ან როცა გზა მოყინულია, უფრო მეტი. ზემო სვანეთში მუნიციპალური ტრანსპორტიც არ არის. ტაქსით მესტიიდან ზუგდიდამდე ერთი გზა 150 ლარი ღირს. ოჯახი დიდი შემოსავლით თუ არ არის უზრუნველყოფილი, ამ ხარჯებს ვერ გაწვდება, რადგან კვირაში, ძირითადად, დიალიზის სამი სეანსია აუცილებელი.

კიდევ უფრო მძიმეა იმ ადამიანების მდგომარეობა, ვინც მესტიის ზემოთ მდებარე სოფლებში ცხოვრობენ და დიალიზი სჭირდებათ.

ისინი უშგულიდან, კალიდან, მულახიდან და სხვა სოფლებიდან ჯერ მესტიაში უნდა ჩამოვიდნენ, მესტიიდან როგორმე და რამით ზუგდიდში მოხვდნენ, დიალიზი გაიკეთონ, რომლის ერთ სეანსსაც 4 საათი სჭირდება, მერე ისევ მესტიაში დაბრუნდნენ, იქიდან კი მესტიის ზემოთ სოფლებში, რაც ერთ დღეში შეუძლებელია.

საქართველოში დიალიზის სახელმწიფო პროგრამა 1996 წლიდან მოქმედებს, თუმცა ყველაზე მაღალმთიან რეგიონში სახელმწიფომ ადგილობრივი საავადმყოფო დღემდე ვერ უზრუნველყო აუცილებელი სამედიცინო ტექნიკითა და სპეციალისტებით.

არ არსებობს ოფიციალური მონაცემები, ზემო სვანეთში მცხოვრებ რამდენ ადამიანს სჭირდება დიალიზი. მესტიის საავადმყოფოში თირკმლის გამოკვლევა არ ხდება.

“მთის ამბების” ინფორმაციით, ამჟამად თბილისის კლინიკებში, ზემო სვანეთიდან დედაქალაქში საცხოვრებლად იძულებით გადმოსული 17 ადამიანი იღებს დიალიზის სერვისს.

დიალიზის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 1996 წლიდან ხორციელდება. 2021 წელს პროგრამის წლიური ბიუჯეტი 53 650 000 ლარია. პროგრამაში 3400 ადამიანია ჩართული.

საქართველოს მთავრობისგან ვითხოვთ, განიხილოს აღნიშნული პეტიცია და რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები გადადგას, რომ სვანეთის მცხოვრებლებმა მესტიის საავადმყოფოში შეძლონ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა; არ ხდებოდეს მათი დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის და გეოგრაფიული ხელმისაწვდომის მიხედვით.

ამ პეტიციის განთავსება მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალურ სამთავრობო პლატფორმაზე გვსურდა, სადაც პეტიცია 30 დღეში 10 ათას ხელმოწერას თუ დააგროვებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისია ვალდებულია ის განიხილოს, ზოგიერთი პეტიციის განხილვა კი, შესაძლოა, საქართველოს მთავრობის სხდომაზე მოხდეს. პეტიცია ichange.gov.ge-ზე გამოსაქვეყნებლად 30 ნოემბერს წარვადგინეთ, მაგრამ დღემდე დაბლოკილია, რითაც მთავრობის ადმინისტრაცია დადგენილ წესებს არღვევს. ამიტომ, გამოვიყენეთ ალტერნატიული შესაძლებლობა, პეტიცია განვათავსეთ manifest.ge-ზე. ვეცდებით 10 ათასი ხელმოწერა შევაგროვოთ და მთავრობას წერილობით წარვუდგინოთ.

გთხოვთ, გაავრცელოთ პეტიციის ბმული და მოიწვიოთ ადამიანები ხელმოსაწერად. დიდი მადლობა!” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

The post “კლინიკა, სადაც დიალიზის გაკეთებაა შესაძლებელი, მესტიიდან 140 კილომეტრშია” – სვანეთში ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად პეტიცია ვრცელდება appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...