Jump to content
Planeta.Ge

„რასაც ვუსმენ, ასეთი შეფასებებია, გათეთრება არ დამტკიცდა და თაღლითობა უხარიათ“


Recommended Posts

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე  ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში აფასებს:

რამხელა აჟიოტაჟია თიბისის საქმეზე. მოგვიანებით დავწერ ამ თემაზე, მაგრამ მანამდე ორ კითხვას დავსვამ:

31_20e3.png ბანკის კრედიტ ოფიცერი თქვენ რომ დაგეხმაროთ სესხის აღებაში და შემდეგ თქვენგან ისესხოს იგივე თანხა და გაუგოს ბანკმა, ბანკი იტყვის რომ დანაშაული არაა ჩადენილი, თუ როგორც მინიმუმ თაღლითობად ჩაუთვლის და გააგდებს მგლის ბილეთით?

32_20e3.pngმცირე ხნის შემდეგ, კრედიტ ოფიცერი რომ დაგეხმაროთ და ბანკს დაუმტკიცოს თქვენი ვალის უიმედობა და ჩამოაწერინოს ეს ვალი, ამავე დროს თქვენგან უკან ნასესხები თანხაც არ დააბრუნოს, რა კვალიფიკაციას მისცემს ბანკი, როცა ამ სქემას გახსნის?

დაახლოებით იგივეა ეს საქმე. გულახდილი პასუხები გაეცით. დანარჩენს მოგვიანებით.

ჰო, ახლა რასაც ვუსმენ, ასეთი შეფასებებია, გათეთრება არ დამტკიცდა და თაღლითობა უხარიათ. ეს დაახლოებით იგივეა განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ნაცვლად, განზრახ მკვლელობა რომ დაგიმტკიცდეს და ამბობდე, ის ვერ დამიმტკიცეთო?!25fe.pngფულის გათეთრების ნაცვლად, დაუმტიცდათ ფულის გაშავება.

გიგი უგულავა, თავისი აღიარებულ-დამტკიცებული 48 მილიონით და დავით ბაქრაძე, დანა-ჩანგლებით და შემთხვევით აღმოჩენილი არადეკკლარირებული კოლოსალური თანხებით (ზუსტად არ მახსოვს, მილიონ ლარამდე იყო), სჯობს გაჩუმდნენ, ასეთ საქმეებზე. მხოლოდ უარესად ძირავთ.

ველოდები გასაჩივრებებს ყველა ინსტანციაში და საბოლოო განაჩენს. თუ ამ ბრალდებაში, ანუ თაღლითობაში თავი ვერ გაიმართლეს, ბანკირებისთვის უმძიმესი რეპუტაციული დანაშაულია.

თუმცა, რამდენიც არ უნდა იჩივლონ, ამაზე უკეთეს განაჩენს როგორ დააყენებენ, როცა თავად ბანკს აღიარებული აქვს ეს დანაშაული და 1,1 მლნ ლარი ჯარიმა გადაიხადა. პარალელურად ხაზარაძე-ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გაყვანა მოხდა.

ავვთო წერეთელი ამბობს, ხელი არაფერზე მომიწერიაო, ანუ მისი კომპანიების ხელმძღვანელებს აბრალებს? მამუკა ხაზარაძე კი მუდმივად აცხადებს, ჩემი მეგობარი წერეთლისგან ვისესხეო.

ამ ბრიფინგზე წონიანი პოლიტიკოსები რომ უმაგრებთ გვერდს, ნუ, ერთს ეხება, პრინციპში, პასუხისმგებლები ხართ რომ დანაშაული, ანუ თაღლითობა არ ჩადენილა? ასევე, თუ ყველა სხდომაზე დადიოდნენ, განაჩენს რატომ დაელოდნენ პარტიის ოფისში?

ციხე არავისთვის მიხარია. მით უმეტეს, ეკონომიკურ თემებზე, მაგრამ როცა ასეთ რეზონანსს აძლევენ, უბრალოდ ვმსჯელობთ.

დეტალურად და მარტივი ენით, მოგვიანებით“ – წერს ამირან სალუქვაძე.

The post „რასაც ვუსმენ, ასეთი შეფასებებია, გათეთრება არ დამტკიცდა და თაღლითობა უხარიათ“ appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...