Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტი ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს


Recommended Posts

სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობის შემდეგ, შესაძლოა, ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს.

როგორც ნეტგაზეთს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა, განუცხადა, ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე კომიტეტი იმსჯელებს.

„მას შემდეგ, რაც საჯაროდ გახდა ცნობილი ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შესახებ, ამის შემდგომ რეგლამენტის თანახმად, ჩვენი კომიტეტი ამ განაჩენს გამოითხოვს და 15 დღის ვადაში მოხდება შესწავლა და დაუყოვნებლივ დაიდება დასკვნა, რომელიც გადაეგზავნება ბიუროს. ბიუროს შემდეგ, როგორც ყოველთვის, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან მიიღებს. აქედან გამომდინარე, საბოლოო სიტყვა ექნება პარლამენტს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის განმარტებით, თუკი საკითხი სესიის სხდომაზე, ვინაიდან ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის, არანაკლებ 50 დეპუტატის, მხარდაჭერა დასჭირდება.

ცნობისთვის, 3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო მათ არ დააპატიმრებენ.

The post პარლამენტი ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...