Jump to content
Planeta.Ge

მთავრობამ ავეჯის გასაახლებლად 4 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა


Recommended Posts

მთავრობამ ავეჯის განახლება გადაწყვიტა. 4 მილიონიანი ტენდერი  ავეჯის შესაძენად უკვე გამოცხადდა. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.

კორუფციის მკვლევარებმა 4 კომპანიის უკან, რომელიც 4 მილიონს მიიღებს, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა აღმოაჩინეს. ირკვევა, რომ 2 ხელშეკრულება ივანიშვილის დისშვილს კახა კობიაშვილს გაუფორმდება.

კორუფციის მკვლევარები და მთავრობის ოპონენტები ახალი ტენდერის გამოცხადებაში კორუფციის რისკებსა და ბიუჯეტის  თანხების არასწორ ხარჯვას ხედავენ. 

გაღარიბებული მოსახლეობის ჯიბიდან ახლა წავა მილიონობით ლარი რბილ სავარძლებზე. დაახლოებით 8 ათასამდე მხოლოდ რბილი სავარძლის შეძენა ხდება და ამ ყველაფერს აკეთებენ ჩინოვნიკები, რომლებიც არაფერს აკეთებენ ამ ადამიანების პრობლემის მოსაგვარებლად”, – ამბობს ირაკლი აბესაძე.

“ლელოს” წევრი, საბა ბუაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალური ფონი მთავრობას ფულის ფლანგვის საშუალებას არ უნდა აძლევდეს.

ბოლო წლებში ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯები გაიზარდა თითქმის მილიარდ ნახევარი ლარით. ეს არის ის თანხა, რომელსაც “ქართული ოცნება” იყენებს პოლიტიკური კორუფციისთვის, პირადი კეთილდღეობისთვის და ავეჯის მაგალითზე ჩანს, რომ ასევე იყენებს საკუთარი კომფორტისათვის. ეს არ არის მიზნობრივი ხარჯვა, რადგან ამ ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალური ფონი და ყოველწლიურად არ შეიძლება, რომ ერთიდაიგივე ტიპის საქონელსა და მომსახურებაზე ხდებოდეს ამხელა თანხის დახარჯვა”, – ამბობს საბა ბუაძე.

ტვ პირველი

The post მთავრობამ ავეჯის გასაახლებლად 4 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...