planeta.ge Posted January 12, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2022 18 წლის დედამ, ახალშობილი ნაგვის ბუნკერში ჩააგდო. ბავშვმა ძლიერ ყინვასა და ქარში რამდენიმე საათი სანაგვე ყუთში გაატარა. შემზარავი ფაქტი მექსიკაში მოხდა.როგორც, „ფოქსნიუსი“ წერს, ფაქტიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ, სანაგვე ყუთში ჩაგდებული ახალშობილი გამვლელებმა იპოვეს.ჰობსის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ სამი ადამიანი ნაგვის ბუნკერში რაღაცას ეძებდა და კვნესის ხმა გაიგონეს, თავდაპირველად კატა ეგონათ, დაიწყეს ძებნა და ახალშობილი იპოვეს.პოლიციის უფროსის თქმით, პირსახოცში გახვეული ბავშვი ამოიყვანეს, რომელსაც ჭიპლარიც კი არ ჰქონდა მოჭრილი. მაშინვე დაუკავშირდნენ პოლიციას და ამ შემზარავი ფაქტის შესახებ შეატყობინეს.სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაყვანა. მოგვიანებით კი, ახალშობილი ვერტმფრენით ტეხასის შტატში გადააფრინეს. ექიმების თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეო მტკიცებულების შემდეგ, ახალშობილის დედას, 18 წლის წლის ქალს, ბრალი მკვლელობის მცდელობაში და ბავშვზე ძალადობის მუხლით წაუყენეს. პოლიცია ამბობს, რომ ბავშვის მამა არასრულწლოვანია.წყარო – exclusivetv.geThe post მექსიკაში 18 წლის დედამ ახალშობილი ნაგვის ბუნკერში ჩააგდო appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts