planeta.ge Posted January 12, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2022 აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ.აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ქალბაჯარის, ზეილიკის და თოვუზის რაიონებში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციები დაცხრილეს, საპასუხოდ კი, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს.სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასაზღვრო ზონაში პროვოკაციული ქმედებები აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს.ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია გუშინ ესკალაცია დაიძაბა. შეტაკების შედეგად აზერბაიჯანის მხარეს ერთი რიგითი გარდაიცვალა, სომხეთის მხარეს ი დაიჭრა 2 და დაიღუპა ასევე 2 ჯარისკაცი.The post აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts