planeta.ge Posted January 12, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2022 „ქართულ პოლიტიკას ვერ ჩასვამენ ციხეში! ქართული პოლიტიკა ათავისუფლებს ქვეყანას“, – ამის შესახებ წალენჯიხის ოპოზიციონერმა მერმა, გია ხარჩილავამ სოციალურ ქსელში დაწერა.მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არის ბრძოლა სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის და სამართლიანი სახელმწიფოსთვის.„ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ მიმართული სასართლო პროცესი, არც კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის ბრძოლა საკუთარი უდანაშაულობისთვის.ბრძოლა სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის და სამართლიანი სახელმწიფოსთვის – ყველას ბრძოლაა, ყოველი ჩვენთაგანის (ო)პოზიციონირების გამაერთიანებელი მიზანი! დიდი მიზანი უნდა გვაერთიანებდეს! დიდი ბრძოლები მოგველის! ადამიანი შეიძლება იყოს ციხეში. ქართულ პოლიტიკას ვერ ჩასვამენ ციხეში! პირიქით, ქართული პოლიტიკა ციხიდან ათავისუფლებს მართალ ადამიანს და ქვეყანას!“, – წერს გია ხარჩილავა.The post წალენჯიხის მერი – ქართულ პოლიტიკას ვერ ჩასვამენ ციხეში! ქართული პოლიტიკა ათავისუფლებს ქვეყანას! appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts