planeta.ge Posted January 12, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2022 რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მონახულა.როგორც შეხვედრის შემდეგ მინაშვილმა განაცხადა, სააკაშვილთან შეხვედრაზე ისაუბრეს იმ გზებზე, რომლის საშუალებითაც ქვეყანა კრიზისიდან შეიძლება გამოვიდეს.„მიხეილ სააკაშვილთან მთავარი საუბარი რაც მქონდა რამდენიმე საათის განმავლობაში იყო იმასთან დაკავშირებით, როგორც მოვახერხოთ ქვეყანა რთული ვითარებიდან ამოვიყვანოთ, რა პირობები უნდა იყოს იმისთვის, რომ მოქალაქეები ცხოვრობდნენ კარგად და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის. ეს არის ის საზრუნავი, რომელზეც ის ფიქრობს. მისი მთავარი საფიქრალი არის ის, რომ მთელი თავისი რესურსი გამოიყენოს იმისთვის, რომ იპოვოს გზა ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოსაყვანად“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.The post აკაკი მინაშვილმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts