planeta.ge Posted January 12, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2022 გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.ორგანიზაციის ცნობით, მათ დახმარებისთვის სამმა თანამშრომელმა მიმართა. თანამშრომლები რეორგანიზაციის მიზეზით, დაწესებულებიდან განმარტების გარეშე გაუშვეს.„გორის ჰოსპიტლიდან დაახლოებით 20-30 თანამშრომელი გაათავისუფლეს, აქედან ადამიანის უფლებათა ცენტრს მომართა სამმა თანამშრომელმა. მათი განმარტებით, აბსოლუტურად ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიწერე, რომ ახალი წლიდან ხელშეკრულებები წყდებოდა. არ შეუტყობინებიათ რაიმე რეორგანიზაციის შესახებ. არაოფიციალურად იციან, რომ მათი გათავისუფლება დაუკავშირდება რეორგანიზაციის შედეგად კადრების შემცირებას. თუმცა იმის თაობაზეც აცხადებენ, რომ მათ ნაცვლად ახალ თანამშრომლებს იყვანენ სამსახურში. ისინი მიიჩნევენ, რომ გათავისუფლებულები არიან პოლიტიკური მიუღებლობის გამო“, – განაცხადეს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა, ლექსო მერებაშვილმა.The post გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts