planeta.ge Posted January 12, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2022 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 228 515 მსესხებელს უფიქსირდება, – ამის შესახებ ნათქვამია „კრედიტინფოს“ 2021 წლის დეკემბრის სტატისტიკაში.მისი მიხედვით, კონტრაქტების საერთო რაოდენობა 412 097-ს უტოლდება. ამასთანავე, დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 884 295 ადამიანს აქვს. მათი მოცულობა ჯამში 31 780 857 938 ლარს შეადგენს.გარდა ამისა, ეროვნული ბანკის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტი აღებული აქვს 621 672 ადამიანს. ჯამში გაცემული სესხების მოცულობა 2 199 583 044 ლარს აღწევს.ანგარიშის თანახმად, 20 191 ადამიანს საერთო ჯამში 496 221 716 ლარის სესხი სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან აქვს აღებული.The post სესხზე ვადაგადაცილება 228 515 მსესხებელს უფიქსირდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts