planeta.ge Posted January 11, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2022 Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 57 546 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 968 313-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,53%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8,1%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 9,63%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 893 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 916 421. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 264 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება: ⭕ თბილისი - 2 985 ⭕ აჭარა - 569 ⭕ იმერეთი - 563 ⭕ ქვემო ქართლი - 205 ⭕ შიდა ქართლი - 282 ⭕ გურია - 145 ⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 290 ⭕ კახეთი - 192 ⭕ მცხეთა-მთიანეთი - 131 ⭕ სამცხე-ჯავახეთი - 84 ⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40 ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 602 საიდანაც: 4 431 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 901, აჭარაში - 599, იმერეთში - 774. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 083 პირი, მათ შორის, თბილისში - 519, აჭარაში - 130, იმერეთში - 254. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 281 პირი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 39, იმერეთში - 25. 1 801 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 192 - თბილისში, 426- აჭარაში. 31 370 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 65, ხოლო აჭარაში - 4.ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 835 ადამიანი. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts