planeta.ge Posted January 11, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2022 ბიზნესმენმა და პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ავთანდილ წერეთლის, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმეზე დღეს ბოლოს სასამართლო სხდომა გამართვის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა. „როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო იმიტომ, რომ ვერ შეგვაშინა, ვერ გაგვტეხა. დიდი მოტივაცია მომცა მე და ჩემს თანაგუნდელებს. ეს არის დადგმული შოუ იმისთვის, რათა გადაიფაროს ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაცია, სიღარიბე, გაჭირვება, ემიგრაცია. არ ეხება საქმე მხოლოდ ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყანას ჩვენ, თქვენთან ერთად, დავაყენებთ ფეხზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts