Jump to content
Planeta.Ge

“დინამო თბილისი” ბელარუსული გუნდი ხდება


Recommended Posts

“დინამო თბილისის” სამწვრთნელო სტაფს მეკარეების ბელარუსი მწვრთნელი ევგენი ტაიკევიჩი შეუერთდა. მასთან ერთად თბილისურ კლუბში კიდევ ერთი ბელარუსი სპეციალისტი იმუშავებს, დინამოს სამედიცინო შტაბს ექიმი რეაბილიტოლოგი ალექსანდრე ოდინცოვი შეემატა.

ორივე მათგანი ბოლოს სოლიგორსკის “შახტიორში” მუშაობდა. ბელარუს სპეციალისტებსა და დინამო თბილისს შორის კონტრაქტი სამი წლის ვადით გაფორმდა.

მანამდე “დინამომ” ბელარუსის ნაკრების 24 წლის შემტევი დმიტრი ანტილევსკი, უკრაინელი სტანისლავ ბილენკი (ბოლოს ბრესტის “დინამოში” თამაშობდა) და სტეფან ბიტოკი (ბელარუსული ისლოჩი) დაიმატა.

უფრო ადრე სპორტულ დირექტორად სოლიგორკის “შახტიორში” მომუშავე ალექსანდრე რეხვიაშვილი დაინიშნა. სწორედ მას უკავშირდება ბელარუსის კავშირები.

The post “დინამო თბილისი” ბელარუსული გუნდი ხდება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...