planeta.ge Posted January 11, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2022 ვეტერანმა პოლონელმა მეკარემ, იერჟი დუდეკმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოუშვა, სადაც ის საკუთარ კარიერაზე და მნიშვნელოვან ეტაპზე წერს.ერთ-ერთ ნაწილში დუდეკმა მადრიდის “რეალში” გატარებული პერიოდი და “ელ კლასიკო” გაიხსენა:“მესი ისეთივე პროვოკატორი იყო, როგორიც “ბარსელონა” და პეპ გვარდიოლა იყვნენ. არგენტინელი მშვიდი და კარგი პიროვნება ჩანს, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა ის პეპესა და რამოსს.”დუდეკმა “რეალში” მისი ყოფილი თანაგუნდელები – რაული და რონალდუც დაახასიათა: “რაული ქედმაღალია, მაგრამ საერთო ჯამში, ნორმალური ადამიანია. რაც შეეხება რონალდუს, ის ეგოისტი, საოცრად კონკურენტუნარიანი და გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონეა.”შეგახსენებთ, რომ დუდეკი “სამეფო კლუბის” რიგებში 2007-2011 წლებში ირიცხებოდა. მან ამ გუნდის მაისურით მხოლოდ რამდენიმე მატჩი ჩაატარა.The post დუდეკი: “ვერც კი წამოიდგენთ, რას ეუბნებოდა მესი პეპესა და რამოსს” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts