Jump to content
Planeta.Ge

ხმაური საქალაქო სასამართლოში – მოსამართლემ მამუკა ხაზარაძე დარბაზიდან გააძევა


Recommended Posts

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის პროცესი ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

რამდენიმე წუთის წინ ერთმანეთს მამუკა ხაზარაძე და საქმის პროკურორი დაუპირისპირდნენ, რის გამოც დარბაზში ვითარება დაიძაბა.

ამის შემდეგ მოსამართლემ მამუკა ხაზარაძე სხდომათა დარბაზიდან გააძევა. მან დარბაზი მანდატურების თანხლებით დატოვა.

სასამართლო პროცესი გრძელდება. მოსამართლემ შესაძლოა, გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს, ან გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი დანიშნოს. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრალდებულებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შეგახსენებთ, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

The post ხმაური საქალაქო სასამართლოში – მოსამართლემ მამუკა ხაზარაძე დარბაზიდან გააძევა appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...