planeta.ge Posted January 11, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2022 „მიმდინარე წლის ერთ-ერთი პირველი პროგრამა, რომელიც დღეიდან ამოქმედდება, არის მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.როგორც კახა კალაძემ განმარტა, ამ პროგრამის ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთან ერთიან ბაზის მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული, საპენსიო ასაკის პირები იქნებიან, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება.„ამ ადამიანების მხარდაჭერა და თანადგომა პრინციპულად მნიშვნელოვანია და ჩვენი მხრიდან, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მათ გვერდში დავუდგეთ და მაქსიმალურად ჰქონდეთ ხელშეწყობა. მოქალაქეს, ვაუჩერის მისაღებად, მერიაში ან რაიონის გამგეობაში მისვლა არ დასჭირდება და კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთანავე, ავტომატურად გახდება პროგრამით მოსარგებლე. ვაუჩერები დღეიდან ყველა იმ პენსიონერს დაურიგდება, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.ვაუჩერის გამოსაყენებლად:• პროგრამის ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი საჭირო მედიკამენტების განსაზღვრის მიზნით, ექიმს მიმართავს;• ექიმი, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, რომელშიც მითითებული იქნება საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობა, განათავსებს პროგრამის ელექტრონულ მოდულში;• ამის შემდეგ, ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი, მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე თბილისის მერიისგან SMS შეტყობინების საშუალებით სპეციალურ კოდს მიიღებს;• ბენეფიციარი/წარმომადგენელი მიღებული კოდით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, მედიკამენტების ასაღებად მისთვის სასურველ აფთიაქს მიმართავს;• იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მიერ შერჩეულ აფთიაქში სრულყოფილად არ არის ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული ყველა მედიკამენტი, ბენეფიციარს შეუძლია დარჩენილი მედიკამენტი სხვა აფთიაქში ან მოგვიანებით, იმავე აფთიაქში აიღოს;• ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა აფთიაქიდან მედიკამენტები კოდის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა გაიტანოს.თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, პროგრამის დაწყებისა და განხორციელების წესის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებს შესაბამისი ტრენინგები უკვე ჩაუტარა, რათა პენსიონერებმა მომსახურება დაუბრკოლებლად მიიღონ.The post თბილისში მცხოვრები პენსიონერები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება, მედიკამენტების შესაძენად 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts