planeta.ge Posted January 11, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2022 “სასჯელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური, რაც კიდევ უფრო მეტად დაძაბავს სიტუაციას და საქართველოს დააშორებს დასავლურ პარტნიორებს,”- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთო წერეთლის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.მისი თქმით, სასამართლო პროცესი თავიდანვე იყო პოლიტიკურად მოტივირებული და თუ დაავალებენ მურუსიძის სასამართლოს შეიძლება სისტემამ უკან დაიხიოს, იმიტომ, რომ უბრალოდ ჩათვალოს, რომ არ აწყობდეს.“ეს სასამართლო პროცესი თავიდანვე იყო პოლიტიკურად მოტივირებული და ასეთად დარჩა ბოლომდე. საქმეში, სადაც არ არსებობს დაზარებული, მომჩივანი, საქმე, რომელიც ყველა პარამეტრით ხანდაზმულია, თეთრი ძაფით არის ნაკერი და ინტერსიც გასაგებია. ივანიშვილის ინტერესი იყო ხაზარაძის დასჯა, ანაკლიის პროექტის ჩაშლა და ასევე მას აქვს კონკრეტული ფინანსური ინტერესები ინდუსტრიულ ზონაში ფოთში და ამ თვალსაზრისით ყველანაირი კონკურენტი მოიშორა.ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. თუ დაავალებენ მურუსიძის სასამართლოს შეიძლება სისტემამ უკან დაიხიოს, იმიტომ, რომ უბრალოდ ჩათვალოს, რომ არ აწყობდეს, თუმცა ისეთი გაქანება აქვთ აღებული ამათ, რომ არაფერს გამოვრიცხავ. საქმიდან არ გამომდინარეობს არც ბრალი და არც სასჯელი.სასჯელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური, რაც კიდევ უფრო მეტად დაძაბავს სიტუაციას და საქართველოს დააშორებს დასავლურ პარტნიორებს. ჩვენ ყოველდღიურად დავემსგავსეთ აზიური ტიპის ნახევრად შემდგარ სახელმწიფოს, სადაც ავტოკრატია ბატონობს, სადაც ოპოზიციას და თავისუფალ მედიას დევნიან და ასეთ ქვეყანად ვყალიბდებით და ეს საქმეც ამის დადასტურებაა“, – განაცხადა უგულავამ.ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს შესაძლოა ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოაცხადოს. ბრალდებულების – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო.პროცესი მხარეების რეპლიკებით განახლდება, რის შემდეგაც, ბრალდებულები საბოლოო სიტყვებს წარმოთქვამენ. სიტყვის წარმოქმნის შემდეგ, მოსამართლე შესაძლოა, განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდეს, ან ადგილზევე გამოაცხადოს გადაწყვეტილება.მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაუყენეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.The post გიგი უგულავა:”ივანიშვილის ინტერესი იყო ხაზარაძის დასჯა, ანაკლიის პროექტის ჩაშლა და ასევე მას აქვს კონკრეტული ფინანსური ინტერესები ინდუსტრიულ ზონაში ფოთში და ამ თვალსაზრისით ყველანაირი კონკურენტი მოიშორა” appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bantikif Posted July 10, 2023 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2023 For example, I am interested in visiting a Georgian restaurant because I have heard that it is better for everyone. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts