Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს მთავრობით იმედგაცრუებული ვარ, ურჩევნია თავი ჩახაროს, ვიდრე პარტნიორ უკრაინას გვერდით დაუდგეს – იან კელი


Recommended Posts

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი ამბობს, რომ ქვეყნის მოქმედი მთავრობით იმედგაცრუებულია.

როგორც დიპლომატმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აღნიშნა, მისი იმედგაცრუება განპირობებულია არა მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო, არამედ იმითაც, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას უკრაინის მიმართ შესაბამისი მხარდაჭერა არ გამოუხატავს.

“მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით. არა მხოლოდ იმ ნაბიჯებით, რომლებითაც ისინი მარგინალიზებას ახდნენ და აუქმებენ კიდეც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მსგავს, ძალაუფლების დამაბალანსებელ სტრუქტურებს, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ საკმარისად არ გაგვიგია საქართველოს ხმა. იქნებ მე გამომრჩა, მაგრამ მგონია, რომ არ გვინახავს მრავალმხრივი, აქტიური რიტორიკა, მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რაიმე კონკრეტული დახმარების შეთავაზება, პრემიერ-მინისტრების ზარები და თქმა, რომ ჩვენ იგივე გავიარეთ 2008 წელს, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ, როგორ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება.

ისე ჩანს, რომ მთავრობას ურჩევნია თავი ჩახაროს, ვიდრე გვერდით დაუდგეს პარტნიორ ქვეყანას, რომელიც ახლა იმავეს გადის, რაც საქართველომ გაიარა. ისინი რჩებიან ჩუმად და არ აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც მოსალოდნელი იქნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ვფიქრობ, საქართველოს ბევრად მეტი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა შეუძლია უკრაინისთვის”, – თქვა იან კელიმ.

მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც უკან მიდის.

“საქართველო წინ უნდა მიუძღოდეს და მართავდეს რეფორმების მთელ ტალღას იმის საჩვენებლად, რომ ის ევროატლანტიკური ინსტიტუტის წევრობის ღირსია. მოსახლეობის 70%-ს ეს სურს და მაინც, ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც უკან მიდის. მე არასდროს მინახავს საქართველოს მთავრობა, რომელიც აუქმებს ევროპასთან/ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას, და მათ ეს გააკეთეს. არასდროს მინახავს საქართველოს მთავრობა, რომელიც ამერიკის ელჩს აკრიტიკებს. საქართველო არ მიიწევს დასავლეთით და იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, საერთოდ რა მიმართულებით მიდის, ალბათ საკუთარ სიღრმეებშივე”, – ამბობს იან კელი.

The post საქართველოს მთავრობით იმედგაცრუებული ვარ, ურჩევნია თავი ჩახაროს, ვიდრე პარტნიორ უკრაინას გვერდით დაუდგეს – იან კელი appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...