Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo ამირან გამყრელიძე – შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება


Recommended Posts

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „კოვიდ19“-ის დადასტურებული შემთხვევების 45% „ომიკრონის“ შტამია.

როგორც მან აღნიშნა, „ომიკრონის“ ახალი შტამის მზარდი გავრცელების ფონზე, ქვეყანაში ახალი შემთხვევების ზრდას უნდა ველოდოთ.

„ჩვენ გუშინ გადავხედეთ ყველა მონაცემს, რომელიც არის დადასტურებული. დღევანდელი ცირკულაციის პროცენტი „ომიკრონის“ არის 45%-ის ფარგლებში. ეს არის მზარდი, ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, მაგრამ ამასთან ერთად რასაც ჩვენი პირველადი ანალიზი გვიჩვენებს, 951 შემთხვევაა ჩვენთან ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ და აქედან შესწავლილია დეტალურად 621 ადამიანი. საშუალო ასაკი მათი არის ახალგაზრდა, 32.9 არის საშუალო ასაკი. აქედან 71 გახლდათ 18 წელზე ნაკლების, ანუ ბავშვი და მოზარდი, 5 წლამდე ასაკის არის 13 და მათ შორის 6 თვემდე 3 მათგანია. შემთხვევათა 83% არის საქართველოს მოქალაქე, დანარჩენი უცხოელები არიან. 11 შემთხვევაში გახდა საჭირო ჰოსპიტალიზაცია და აქედან უპირატესად თანმხლები დაავადებებით და მათგან 7 უკვე გაეწერა. აც ერთ არ დაჭირვებია ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია. ანუ ამ ეტაპზე ქვეყანაში „ომიკრონის“ შემთხვევებით ჰოსპიტალიზაცია არ გაზრდილა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

The post ამირან გამყრელიძე – შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...