planeta.ge Posted January 11, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2022 „შრომის ინსპექტირების სამსახური ყველა ობიექტს 100%-ში ვერ გასწვდება“, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „მწვანე პასპორტის“ კონტროლის ნაკლებობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ე.წ მწვანე საშვის კონტროლთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს.„შრომის ინსპექტირების სამსახური ყველა ობიექტს 100%-ში ვერ გასწვდება. გამომდინარე აქედან, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ყველამ და ასევე უნდა გადანაწილდეს პასუხისმგებლობა ბიზნეს ობიექტებზე, რომლებიც ჩართული არიან და ის რისკი, რომ შესაძლოა ეპიდსიტუაციის გაუარესებამ ისევ რისკი შეუქმნას ბიზნესს, რა თქმა უნდა, უნდა გავაცნობიეროთ. აღსრულების ნაწილში პასუხისმგებლობა თუ არ გავიზიარეთ ყველამ, მაინც რთული იქნება ყველგან ამის გაკეთება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.The post თამარ გაბუნია – პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ყველამ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts