Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo დაწესდება თუ არა შეზღუდვები – რა გადაწყვეტილება მიიღო საბჭომ


Recommended Posts

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

მანვე უპასუხა კითხვას, რა შემთხვევაში დაწესდება შეზღუდვები. როგორც ღიბრაძე ამბობს, როდესაც ჯანდაცვის სექტორი დაწოლას ვეღარ გაუძლებს, საქართველოში ახალი რეგულაციები დაწესდება.

„ტენდენცია აჩვენებს, რომ სამთო კურორტებზე არის განსაკუთრებულად მომატებული ინფიცირების შემთხვევები, ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია, სამთო კურორტებზე ვინც არის დასასვენებლად ჩასული, მაქსიმალურად დაიცვას ის წესები და რეგულაციები, რაც ქვეყანაში არსებობს. განსაკუთრებით აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე. 

მოგეხსენებათ, რომ კვლავ გრძელდება 200-ლარიანი წახალისება 50 წელზე ზემოთ პირებისთვის და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო ინტენსიფიკაცია და „ბუსტერ“ დოზების გაკეთება.

დამატებითი შეზღუდვები და რეგულაციები ამ მომენტში მიღებული არ ყოფილა. საბჭო კვლავინდებურად აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს. შემთხვევების რაოდენობა როდესაც ავა იქამდე, რომ ცხადი გახდება, რომ ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთვის პირას დგას და სახელმწიფო ვეღარ შეძლებს უზრუნველყოფას ყველა ინფიცირებულის სამედიცინო მომსახურებით, ცხადია დადგება შეზღუდვების საკითხი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

The post დაწესდება თუ არა შეზღუდვები – რა გადაწყვეტილება მიიღო საბჭომ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...