planeta.ge Posted January 11, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2022 „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, როგორც არ უნდა დასრულდეს მათ წინააღმდეგ საქმე, ბიძინა ივანიშვილმა მათთან ბრძოლა უკვე წააგო.მისი თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გადასაფარად დადგმული შოუა.„როგორადაც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი პროცესი, რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო. წააგო იმიტომ, რომ ვერ შეგვაშინა, ვერ გაგვტეხა, ვერ გაგვაჩერა და უფრო მეტი მოტივაცია მომცა პირადად მე და ჩემს თანაგუნდელებს, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა. ეს არის შოუ დადგმული მისი დამქაშების მიერ, იმისთვის, რომ გადაიფაროს ის მძიმე მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმეზე ბრალდებულია ავთანდილ წერეთელიც. მას პროკურატურა ბიზნესმენს ჯაფარიძისა და ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.The post მამუკა ხაზარაძე: ბიძინა ივანიშვილმა ჩვენთან ბრძოლა წააგო appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts