Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo ჯაფარიძე: ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია


Recommended Posts

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ფიქრობს, რომ მოსამართლე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენს დღეს არ გამოაცხადებს.

პროცესის დაწყებამდე ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მათ წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია.

„არ მგონია, რომ დღეს იყოს გადაწყვეტილება. დაველოდოთ, დღეს არის ბოლო სასამართლო სხდომა. დაველოდოთ მოსამართლე რას იტყვის. ამის შემდეგ მას სჭირდება დრო სათათბიროდ. გავიდეს და შემდგომ გამოაცხადოს რამდენიმე დღეში გადაწყვეტილება ან დღესვე.

ჩემს სიტყვაში მე შევაფასებ ამ პროცესს, რომელიც არის სრულად პოლიტიზებული დევნის კლასიკური მაგალითი და ეს გრძელდება უკვე სამი წელია. მაგრამ ამ სამმა წელმა ჩვენ უფრო გაგვაძლიერა რწმენაში, რომ ეს მოცემულობა უნდა შევცვალოთ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმეზე ბრალდებულია ავთანდილ წერეთელიც. მას პროკურატურა ბიზნესმენს ჯაფარიძისა და ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

The post ჯაფარიძე: ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...